„დღევანდელი დღის მფარველი პლანეტა იუპიტერია. ეს დღე განსაკუთრებული და გამორჩეულია, რადგან მზებუდობაა. ყველაზე დიდი დღე და ყველაზე პატარა ღამე. ამ დღის გამოყენება შეგვიძლია სურვილების ასასრულებლად.
ჩავიფიქრებთ სურვილს, დავწერთ ფურცელზე - მე მზად ვარ, ან სიამოვნებით ვეგებები და შემდგომ იმას, რაც გვინდა რომ ჩვენს ცხოვრებაში მოხდეს.
სურვილის დაწერის დროს, სასურველია ავანთოთ სანთელი, წითელი, ყვითელი ან ნარინჯისფერი. გარდა ამისა, სასურველია, რომ ამ დღეს გამოვიყენოთ ტანის სამოსშიც ეს ფერები“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოს ნინა სუსლოვამ განაცხადა.
20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის👇
♈ ვერძი - განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თქვენს ენერგიულობას, მიზანსწრაფულობას. თუ გინდათ რაიმეს გაკეთება, არ დანებდეთ, გარისკეთ და მიიღებთ.
♉ კურო - თქვენი სიდინჯე და მოთმინების უნარი ყოველთვის გასაოცარია. გაითვალისწინეთ, რომ ხანდახან სიჯიუტემ ახლობელ ადამიანებს გული ატკინოს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენს სიტყვებს.
♊ ტყუპები - შესაძლოა მოგიწიოთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც არ მოგწონთ, თუმცა ეცადეთ, ყველას ერთნაირად მიუდგეთ.
♋ კირჩხიბი - თქვენთვის მნიშვნელოვანია ემოციები, რომელიც თქვენ გაქვთ. ხშირად დადებით როლს თამაშობს, ხშირად კი პირიქით. ყურადღება მიაქციეთ თქვენს შეგრძნებებს, ინტუიციას და ნუ დაგავიწყდებათ რაციონაალურიბა.
♌ ლომი - გახსოვდეთ, რომ სხვისი დახმარების მიღება სულაც არ არის ცუდი და ხანდახან თქვენც შეგიძლიათ ენდოთ და დაეყრდნოთ სხვებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ გყავთ მეგობრები, ვისაც უყვარხარ.
♍ ქალწული - დღე გამოიყენეთ ახალი ინფორმაციის მისაღებად, დასაგეგმად, მწყობრში მოსაყვანად. დაუსრულებელ საქმეს თუ დაასრულებ, კარგი იქნება.
♎ სასწორი - ეს დღე ცოტა მისტიური, იდუმალია. ხშირად, ილუზიაში აღმოჩნდებით, მნიშვნელოვანია გაარკვიოთ სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი. გადააფასოთ თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები.
♏ მორიელი - ყოველთვის ამჩნევთ იმას, რასაც სხვები ვერ ხედავენ, თუმცა დეტალების ძიებაში შესაძლოა ის მთავარი გამოგრჩეთ. ჯობს ორიენტირდეთ უფრო მნიშვნელოვან, მასშტაბურ რაღაცებზე.
♐ მშვილდოსანი - იყავით აქტიურები, პოზიტიურები, ენერგიულები, რადგან თქვენი ენერგიით ხშირად შეგიძლიათ მონუსხოთ სხვა ადამიანები. ეცადეთ, მუხტი მიმართოთ იმისკენ, რაც გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში.
♑ თხის რქა - ეს დღე პროდუქტიული იქნება. თუ რაიმე საქმე გაქვთ გასაკეთებელი ან ახალი საქმე გსურთ დაიწყოთ, ეს დღე ამისთვის გამოგადგებათ.
♒ მერწყული - იდეალური ფიქრები გაქვთ, ხშირად უჭირთ თქვენი გაგება. კარგი იქნება თუ თქვენს იდეებს მატერიალურად აქცევთ და მათ შესასრულებლად ქმედებებს დაიწყებთ.
♓ თევზები - მარტივად შეგიძლიათ იგრძნოთ ადამიანები რაც ფიქრობენ, გრძნობენ. ეცადეთ ეს დღე გამოიყენოთ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად, დაიწყოთ ახალი, რასაც ვერ ბედავდით.
ასევე დაგაინტერესებთ: