Digest Logo

„ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს ტარება საშიშია“ - რა უნდა იცოდეთ ხელოვნური ქვების სწორად შერჩევისთვის?

1718799635
ხელოვნური ქვები

კონკრეტული დღისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ ლითონისა და ასტროლოგიური ქვის ტარება ნებისმიერ ადამიანზე დადებითად იმოქმედებს და თუ ამას გაითვალისწინებთ, თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობთ. გარდა ამისა, უფრო სასურველი და მიმზიდველი გახდებით, მოგეცემათ ენერგეტიკული ძალა, რომლითაც ადვილად შეძლებთ ცხოვრებისეული პრობლემებისა და ბარიერების გადალახვას. 

რაც შეეხება ხელოვნური ქვებისგან დამზადებულ სამკაულებს, მათი ტარება საშიშია, რადგან ხასიათდება ძალიან დაბალი ენერგოინფორმაციული რესურსებით და ამის გამო არანაირი სამკურნალო და წარმატების მომტანი თვისებები არ აქვს. მათი დიდხანს ტარება კი აქვეითებს ადამიანის მგრძნობელობას. ამიტომ, თუ საკუთარი განცდებისა და ვნებების გამოვლენა გსურთ, ხელოვნური ქვებით დამზადებულ სამკაულებს მაქსიმალურად მოერიდეთ.

ქვასთან შეხებისას მისი ენერგია ადამიანის სხეულის თითოეულ უჯრედამდე აღწევს. სწორედ ამიტომ, მინერალურ ქვებს ესთეტიკურ-საიუველირო დანიშნულების გარდა, სამკურნალო და მაგიური დანიშნულებაც აქვს. ისინი მფლობელს ავი თვალისა და უარყოფითი ენერგიისგან იცავს, კურნავს სხვადასხვა დაავადებისგან, მოაქვს წარმატება და სულიერი სიმშვიდე. ქვების საშუალებით, ადამიანის ბიოველში არსებული ენერგეტიკული დეფიციტის შევსებაც ხდება, რადგან ქვას პლანეტების შესაბამისი ენერგეტიკა აქვს. ეს ენერგეტიკა საკმაოდ ძლიერია და თუ სწორად შეარჩევთ, თვალსაჩინო ეფექტსაც მალე მიიღებთ.

ქვები შეგიძლიათ, აარჩიოთ როგორც ჰოროსკოპის ნიშნით, ასევე, ფერების მიხედვით – რა უფრო შეესაბამება თქვენს გუნება-განწყობილებას თუ მიზან-სურვილებს, სიტუაციას.

მწვანე ფერის ქვები: კარგია ფულის, ხვავის, ბარაქის, კეთილდღეობის, მატერიალური წინსვლის მოსაზიდად. ასევე, ხელს უწყობს გამრავლებას. ის დედამიწის, სიცოცხლისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს.

ცეცხლისფერ-აგურისფერი ქვები: ენერგიის, მიმზიდველობის, სითბოს, ენთუზიაზმის, გონების სტიმულაციის სიმბოლოა.

ლურჯი და ცისფერი ქვები: წყლის, ცის, მშვიდობის, განახლების, სტაბილურობის, სიმშვიდისა და ჰარმონიის სიმბოლოა. ეს ფერი ასოცირდება თავდაჯერებულობასთან, ნდობასთან, მოთმინებასა და ბედნიერებასთან.

შავი ქვები: ეს ფერი აძევებს და შთანთქავს ყოველგვარ უარყოფითს, გვიცავს ბოროტი და ავი თვალისგან. ის, ნაყოფიერებისა და სექსუალურობის სიმბოლოდაც აღიქმება.

ყავისფერი ქვები: ნიადაგისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. ასოცირდება სახლთან, კომფორტთან, ერთგულებასთან, რწმენის სიმტკიცესთან, უბრალოებასთან, სასიცოცხლო ძალებთან.

ნაცრისფერი ქვები: აძლიერებს ერთგულების გრძნობას, უსაფრთხოებას, საზრიანობას, თავმდაბლობას, თავშეკავებულობასა და პრაქტიკულობას.

ვარდისფერი ქვები: ამ ფერს მოაქვს სიყვარული, მეგობრობა, თანაგრძნობა, ნაზი გრძნობები, კომფორტი, ქალურობა და ჯანმრთელობა.

იისფერი ქვები: სიმშვიდის, განახლების, სიწყნარის ფერია.

წითელი ქვები: ენერგიის, ჯანმრთელობის, სექსუალობის, ვნების, სიყვარულის, მფარველობის, სიმამაცის სიმბოლოა. ასევე, აგრესიისა და ძალადობის ნიშანი.

ყვითელი ქვები: ინტელექტუალობის, მჭევრმეტყველების, აზროვნების, ფანტაზიის, თავდაჯერებულობის, ინტუიციის სიმბოლოა. ჰაერისა და მზის ფერია. ასოცირდება ბედნიერებასთან, სიხარულთან, ოპტიმიზმთან.

თეთრი ქვები: მშვიდობის, სიწმინდის, უმწიკვლობის, თავმდაბლობის სიმბოლოა. ასახიერებს მთვარეს.

ასევე, უნდა იცოდეთ, რომელი ქვა რას გაძლევთ. მაგალითად, თუ გინდათ, კარიერაში წინსვლას მიაღწიოთ, უნდა ატაროთ ონიქსის ან ქრიზოპრაზის ქვები; თუ გინდათ, გახდეთ კონტაქტური – ტოპაზის ქვა; თუ ენერგიის ნაკლებობას გრძნობთ – მთის ბროლი. ამეთვისტო ადამიანს ამშვიდებს და უქმნის უსაფრთხოების განცდას. ციტრონი გვიცავს ფსიქიკური შეტევისგან. ქარვა – აგაცილებთ ცუდს და დაგანახვებთ მომავალს. მალაქიტი მის მფლობელს უბედურებისგან იცავს. ზურმუხტს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს, არეგულირებს არტერიულ წნევას. ობსიდიანს წარმატება მოაქვს. წითელი იასპი აძლიერებს მეხსიერებას. სერდოლიკი აუმჯობესებს განწყობას, მოაქვს წარმატება და სიმდიდრე. აქატი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. ამეთვისტო აძლიერებს ინტუიციას, იცავს ნეგატივისგან. ციტრონი კი ფინანსური და კარიერული წარმატების მომტანი ქვაა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:  

⭕„ლიკა, რატომ ტირიხარ“ - ემოციური კადრები დორტმუნდის სტადიონიდან

⭕„სასტიკად არ მომეწონა როცა თურქეთის სახელმწიფო ჰიმნი დაუკრეს და ჩემს ირგვლივ ყველა დაჯდა... ისმოდა ქართული გინება თურქების მისამართით, მე ვწყევლიდი, ოღონდ მხოლოდ მათ ფეხბურთელებს“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე?

⭕„ასე იცის მწვრთნელს თვითონ როცა არ სჯერა, რომ გუნდს მეტი შეუძლია… როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის, მოკლედ სანიოლმა წააგო ეს თამაში“ – რას წერს ზვიად კორძაძე

წყარო: tbiliselebi.ge