„(9 აგვისტო 20:27 საათიდან - 25 აგვისტო 15:03 საათამდე)
მერკური-ლომში > სიტყვა-გასაღები: შემოქმედებითი აზროვნება, ავტორიტეტული სიტყვა და შთამბეჭდავი კომუნიკაცია“, - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი რამაზ გიგაური გვიზიარებს:
„📜 მითოლოგიური ანალიზი
მითოლოგიაში მერკური (ჰერმესი) ღმერთების მაცნე, გონების, ლოგიკისა და კომუნიკაციის მმართველია. როდესაც ის ლომის ნიშანში, ანუ მზის (აპოლონის) სამფლობელოში შედის, ეს ორი განსხვავებული არქეტიპი ერთმანეთს ერწყმის. აპოლონი მზის, სინათლის, ხელოვნებისა და სცენის ღვთაებაა, რომელიც ყურადღების ცენტრში ყოფნას ითხოვს. ჰერმესი კი მოქნილი და სწრაფი გონებაა. მათი შეხვედრა ინტელექტისა და შემოქმედების სინთეზს ქმნის.
ეზოთერული კუთხით, ეს ზუსტად ის დროა, როცა ლოგიკა და მშრალი ფაქტები უკანა პლანზე ინაცვლებს. გონება (მერკური) სცენას (ლომი) ითხოვს. სიტყვა მაგიურ ძალას იძენს, ის დრამატული და პოეტური ხდება. ადამიანი უბრალო ინფორმაციას კი აღარ იღებს ან გასცემს, არამედ ფერად ისტორიას ქმნის, რომელიც თეატრალურ წარმოდგენას წააგავს.
🪐 ასტროლოგიური ანალიზი
ასტროლოგიურად მერკური ჩვენს აზროვნებასა და კომუნიკაციას მართავს. ლომი კი - ცეცხლოვანი, ფიქსირებული და მეფური ნიშანია. როცა აზროვნების პლანეტა ამ ცეცხლოვან სივრცეში ხვდება, ჩვენი ფიქრები და სიტყვები გაცილებით უფრო გაბედული, შემოქმედებითი, ფერადი და ემოციური ხდება. ეს თეატრის რეჟისორის გონებას წააგავს, რომელსაც შეუძლია ერთი მსახიობისგან და ორიოდე ნივთისგან ძალიან ღრმა და რაც მთავარია, დრამატული სამყარო შექმნას.
🌟 მერკური ლომში: დადებითი ტენდენციები
აზროვნება ენერგიული, გაბედული, ხალისიანი და ოპტიმისტური ხდება.
ძლიერდება იდეების ნათლად, ლამაზად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი.
წარმატებული დროა შემოქმედებითი პროექტების დაწყებისა და კომუნიკაციაში ლიდერული თვისებების გამოვლენისთვის.
იდეალური პერიოდია საჯარო გამოსვლებისთვის, პრეზენტაციებისა და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.
⚠️ მერკური ლომში: უარყოფითი ტენდენციები
იმატებს სუბიექტურობა და საკუთარ სიმართლეში ზედმეტი დარწმუნებულება, რაც შეიძლება სიჯიუტეში გადავიდეს.
ჩნდება მხოლოდ საკუთარ თავზე საუბრის მოთხოვნილება, ხოლო სხვების აზრი ნაკლებად საინტერესოა.
სიტყვი დრამატულ ფონს იძენს, ამიტომ იოლი ხდება მცირე პრობლემებისგან ტრაგედიის შექმნა.
ურთიერთობებში ჩნდება ქედმაღლური და დამრიგებლური ტონი, რაც ზღვარგადადულ სიამაყეზე მიანიშნებს.
💫 შექმნილი ასპექტების ანალიზი (პიკს +/- 2 დღე):
მერკური-ნეპტუნის ტრინი (პიკი: 12 აგვისტო): ეს უძლიერესი ინტუიციის და წარმოსახვის დროა. გონება ლოგიკაზე მეტად შინაგან ხმას ეყრდნობა. შესანიშნავი დღეებია ხელოვნებისთვის, პოეზიისთვის და ფსიქოლოგიური, სიღრმისეული საუბრებისთვის.
მერკური-პლუტონის ოპოზიცია (პიკი: 12 აგვისტო): გონება რენტგენივით მუშაობს, თუმცა იმავდროულად მოსალოდნელია ფარული კონფლიქტები და ვერბალური მანიპულაციები. შეეცადეთ, ამ დღეს სიმართლის ჯიუტად მტკიცებას და სხვებთან დაპირისპირებებს თავი აარიდოთ.
მერკური-ვენერას სექსტილი (პიკი: 13 აგვისტო): საუბრის ტონი თბილი და დიპლომატიური ხდება. კარგი დროა პირადი მიმოწერისთვის, და ადამიანებთან ურთიერთობების დასათბობად და საერთო ენის გამონახვისთვის.
მერკური-ურანის სექსტილი (პიკი: 13 აგვისტო): ეს ორიგინალური და გამჭრიახი იდეების დროა. უეცრად შეიძლება ისეთი გამოსავალი იპოვოთ, რასაც დიდხანს ეძებდით. კარგი პერიოდია სიახლეების და ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად.
მერკური-იუპიტერის შეერთება (პიკი: 15 აგვისტო): ძალიან მასშტაბური და ოპტიმისტური ფიქრების პერიოდია. იდეალური დროა დიდი გეგმების დასასახად და მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად. უბრალოდ, შეეცადეთ რეალობას არ მოსწყდეთ და საკუთარი შესაძლებლობები სწორად გადააფასოთ.
მერკური-სატურნის ტრინი (პიკი: 17 აგვისტო): წინა დღეების მასშტაბურ იდეებს სატურნი ახლა რეალურ, პრაქტიკულ ფორმას აძლევს. ეს არის საუკეთესო დრო ლოგიკური აზროვნებისთვის, გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებისთვის და საბუთების მოწესრიგებისთვის“, - წერს რამაზ გიგაური.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან - „შეიძლება, გაზარდოს ინფიცირებული სითხის გამოყოფის რისკი“
⭕„გვეშინია სიახლის და ამით მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავს...“ - რას წერს ეზოტერიკოსი