ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამტკიცებს, რომ ყველა და ყველაფერი ამ სამყაროში არის ინფორმაცია, ხოლო ადამიანის შემთხვევაში ეს ინფორმაცია სულს წარმოადგენს:
„როდესაც 10-12 წლის უკან ამაზე ვსაუბრობდი, ადამიანები ზურგს უკან შუბლზე თითს იტრიალებდნენ, რა კარგი გოგო იყო და გაუფრენიაო. ახლა კი სულ უფრო მეტი და მეტი ხალხი ლაპარაკობს ამაზე, რაც არცთუ დიდი ხნის წინ აღმოაჩინა კვანტურმა ფიზიკამ და რაც მაშინ მიუღებლად და სისულელედ მიაჩნდათ.
ნებისმიერი სხეული მოლეკულებისაგან შედგება. ეს მოლეკულები ატომებისაგან და თვითონ ატომი კი ფაქტობრივად სიცარიელეა, ერთი ბირთვია სადღაც შუაში, რომელიც თავის მხრივ პროტონებისა და ნეიტრონებისაგან შედგება.
აი, ეს ხომ ყველამ ვისწავლეთ, ვისაც ფიზიკის წიგნის გადაშლა არ დაგვზარებია? კი ბატონო. უბრალოდ მერე უფრო წინ წავიდა ყველაფერი და კიდევ კვარკებიც აღმოაჩინეს ამ პროტონებსა და ნეიტრონებში, თვითონ კვარკებში კი ჰადრონები. მეტი დაყოფა არ ხერხდება, ჯერჯერობით მაინც. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ეს ყველაფერი არამცთუ მყარია, როგორიც წესით უნდა იყოს მატერია, არამედ მოძრავი, გარკვეული სინქრონულობით, სისწრაფით, ენერგიის შთანათქმა- გამოყოფით და ინფორმაციის ვიბრაციულ დონეზე გადაცემით.
ჰოდა, ამ ყველაფერში მთავარი ინფორმაციაა.
ნუ, დნმზე აღარც ვლაპარაკობ, რომ ეგ საერთოდ ინფორმაციული კოდების ნაკრებია....
ანუ რა გამოდის?
მატერია არაა მყარი, მისი სიმყარე ილუზორულია და განპირობებულია იმ ყველაფრის რაც ჩამოვთვალე, მიკროსკოპულობითა და ისეთი სწრაფი მოძრაობით, რომ ერთობლიობაში ვერ ვხვდებით რომ არანაირი მყარი ზედაპირი ამ ნაკადში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ენერგია, ვიბრაცია, ტალღა, რომელსაც ვიბრაცია გადააქვს საჭირო ადგილზე.
ანუ, რეალურად ჩვენს გარშემო ყველაფერი და თვითონ ჩვენც ვართ მხოლოდ და მხოლოდ ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა.
ინფორმაცია კი ადამიანის შემთხვევაში წარმოადგენს სულს. დანარჩენი მხოლოდ ილუზია და მატრიცაა.
მორჩა და გათავდა. არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩოგბურთის სამოთხეში ვისვენებ...“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის რჩეული ახალ ფოტოებს აქვეყნებს
⭕ორსულობის შემდგომი გართულებით თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - დაიღუპა ნაყოფიც