Digest Logo

ორსულობის შემდგომი გართულებით თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - დაიღუპა ნაყოფიც

1773220979
ფეხმძიმე ქალი

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც. 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გარდაცვლილის მეგობრები ვარაუდობენ, რომ მიზეზი სისხლძარღვებში წარმოქმნილი თრომბი გახდა.

მათივე თქმით, ორსულს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

„ბოლო პერიოდში მკურნალობდა კიდეც, თუმცა თრომბი მაინც განვითარდა. სახლში იყო და შეტევა სწორედ იმ დროს დაეწყო“,- ამბობს გარდაცვლილის ერთ-ერთი ახლობელი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

კლინიკაში, სადაც ორსული სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდა, ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მხოლოდ 2 ბრაზილიურ კაკალს დღეში შეუძლია, შეავსოს ყოველდღიური ნორმა...“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი ფარისებრი ჯირკვლისთვის

⭕„ჩნდება ახალი შესაძლებლობები...“ - როგორ გავააქტიუროთ 11 მარტის ენერგია

⭕ „დასრულდა კიდევ ერთი უნიკალური ოდის ისტორია...“ - რა კადრებს აქვეყნებს გიორგი ნიკოლავა სამეგრელოდან