Digest Logo

„ჩვენ ვბრუნდებით იმ ადგილას, სადაც თითქოს უკვე ერთხელ ვიყავით, სხვა ადამიანებად, სხვა გრძნობებით“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი

1760701835
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ბედნიერება იქ ჩნდება, სადაც გარღვევა ხდება გონებით, მაგრამ ციკლი გრძელდება სულის ჰარმონიით. როცა გესმის, რომ ყოველ დაბრუნებაში ახალი აზრია და ყოველ გარღვევაში ახალი წრე იწყება:

„ეს შენი დღევანდელი გაკვეთილია: მართალი ხარ, რომ ამბობ, ცხოვრება ციკლურიაო...

ჩვენ ვბრუნდებით იმ ადგილას, სადაც თითქოს უკვე ერთხელ ვიყავით — სხვა ადამიანებად, სხვა გრძნობებით, მაგრამ იგივე ენერგეტიკულ წრეზე.

ზოგი ამბობს: „ნუ გაიმეორებ წრეს, უნდა გაარღვიო ის!”.

ზოგიც ამბობს: „ციკლი თავად არის გზა - უბრალოდ ისწავლე მასთან ერთად სიარული“.

და, რომელია სწორი? „გარღვევა“ ნიშნავს, ცნობიერ ცვლილებას, როცა აღარ სჭირდები იმ გაკვეთილს, რომელსაც წრე გასწავლიდა და აღარც შენ გჭირდება იგი...

ციკლებად ცხოვრება კი ნიშნავს, მიღებას სამყაროს ტემპში მოძრაობას, ბუნებრივად, როგორც მთვარე იცვლის სახეს, ისე იცვლები შენც.

ბედნიერება, ალბათ, არც ერთის სრული ფორმა არ არის. ის იქ ჩნდება, სადაც გარღვევა ხდება გონებით, მაგრამ ციკლი გრძელდება სულის ჰარმონიით. როცა გესმის, რომ ყოველ დაბრუნებაში ახალი აზრია და ყოველ გარღვევაში ახალი წრე იწყება“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სექსუალური ენერგია არ არის მხოლოდ სხეულში არსებული ინსტინქტი, არამედ შემოქმედებითი ძალაა, რომელიც ყველაფერს ქმნის“ - რას წერს მაია მომცელიძე

„არანაირი ჯვარი და მღვდელი არ გააკაროთ მიცვალებულს, რათა სამუდამო ტყვეობაში არ მიაბას თავიანთ ნეკრო ეგრეგორს“ - რას წერს ეზოტერიკოსი

ნუცა ბუზალაძემ ახალი სინგლი ჩაწერა, რომელსაც „ამინ“ დაარქვა