Digest Logo

„სექსუალური ენერგია არ არის მხოლოდ სხეულში არსებული ინსტინქტი, არამედ შემოქმედებითი ძალაა, რომელიც ყველაფერს ქმნის“ - რას წერს მაია მომცელიძე

1760701305
ეზოტერიკაეზოტერიკა

ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში სექსუალურ ენერგიაზე საუბრობს.

როგორც თავად ამბობს, სექსუალური ენერგია ჩვენი მამოძრავებელი სასიცოცხლო ენერგიაა, ის არის პირველადი, შემოქმედებითი ძალა, რომელიც დაბადებიდანვე ჩვენს ფესვებშია ჩადებული:

„სექსუალური ენერგია როგორც ცნობიერების კარიბჭე:

სექსუალური ენერგია მხოლოდ ფიზიკური აქტით არ შემოიფარგლება, მის უკან ჩვენი ენერგეტიკული სისტემის ფუნდამენტური და უძლიერესი ძალა დგას. რეალურად, სექსუალური ენერგია არ არის მხოლოდ სხეულში არსებული ინსტინქტი, არამედ ის შემოქმედებითი ძალაა, რომელიც ყველაფერს ქმნის.

ის არის ჩვენი მამოძრავებელი სასიცოცხლო ენერგია. ის არის პირველადი, შემოქმედებითი ძალა, რომელიც დაბადებიდანვე ჩვენს ფესვებშია ჩადებული.

სწორედ ამ ენერგიით იქმნება ყველაფერი: უანგარო სიყვარული, ხელოვნება, შთაგონება, მტკიცე ნება საკუთარი თავის განკურნება და ა.შ. ეს არის ჩვენი საწყისი იმპულსი, რომელიც გვამხნევებს, გვაძლევს სურვილს ვიცხოვროთ, ვიმოქმედოთ და შევქმნათ.

როდესაც ადამიანი თრგუნავს სექსუალურ ენერგიას, ეს ნიშნავს, რომ ის ახშობს თავის შინაგან ცეცხლს და პირველად შემოქმედებით ძალას. ეს ხდება მაშინ, როდესაც სირცხვილის, ტრავმების, შიშის ან მორალური ზეწოლის გამო ვბლოკავთ ამ დინებას.

ამ ენერგიის ძალის დათრგუნვა იწვევს:

შემოქმედებითი უნარისა და ტრანსფორმაციის ძალის დაკარგვას (ვკარგავთ იდეების, პროექტების შექმნისა და ენერგიის გარდაქმნის უნარს).

იწვევს სექსუალურობისა და სიცოცხლის ხალისის დაქვეითებას (ვკარგავთ ცხოვრებით ტკბობის, გრძნობისა და სხეულთან დაკავშირების უნარს).

მტკიცე ნებისა და თვითდამკვიდრების იმპულსის შესუსტებას (ვკარგავთ საკუთარი თავის დაცვის, მიზნებისკენ სვლისა და ჯანსაღი ეგოს გამოხატვის უნარს).

შედეგად, ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში (ქვედა ჩაკრებში) ჩნდება ბლოკირება. ეს ჰგავს გადაკეტილ მილს: თუ ქვემოთ დინება ჩერდება, მაღალი ვიბრაციის სინათლის ენერგია ვეღარ ადის ზემოთ, რათა ჩვენი ცნობიერება სრულად გაანათოს. რადგან ეს პირველადი სასიცოცხლო ძალა ვეღარ გარდაიქმნება მაღალ ენერგიად, ჩვენი სისტემა განიცდის დეფიციტს, რაც იწვევს შიშებს, ილუზიებს და შინაგან დაბრკოლებებს სხვადასხვა ენერგეტიკულ ცენტრებში.

ეს ენერგეტიკული წყვეტა წყვეტს კავშირს მთელ სისტემასთან: სექსუალური ენერგია არის ტრანსფორმაციის ძალა რომელიც უნდა ამაღლდეს და გარდაიქმნას ეტაპობრივად. თუ ის ქვემოთ იბლოკება, ის ვერ გადადის ნებისყოფის ცენტრში (მზის წნულში), რომ შევძლოთ თვითდამკვიდრება და გამოვავლინოთ პირადი ძალა და ვერც გულში (ანაჰატას ჩაკრაში) რომ იქცეს უანგარო სიყვარულად და თანაგრძნობად.

იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა ასპექტებშიც:

ეგოს მოკვლა, როგორც მეს უარყოფა: ეგო (მცირე მე) არის ილუზორული იდენტიფიკაციების ერთობლიობა, ჩვენი შიშები, ტრავმები და დამახინჯებული წარმოდგენები საკუთარ თავზე.

ეგოს მოკვლა ნიშნავს არა ჯანსაღი ინდივიდუალურობის დათრგუნვას, არამედ ილუზორული ფენების დაშლას. ენერგეტიკული დეფიციტის გამო ჯანსაღი ძალის დათრგუნვა ხდება, პირიქით, ხელს უშლის ჭეშმარიტი მეს გამოვლენას. ამიტომ, ენერგეტიკულად გამართული და გაძლიერებული ჯანსაღი ეგო არის აუცილებელი ეტაპი.

სწორედ ქვედა ცენტრებიდან ამოსული ენერგიის ტრანსმუტაცია გვაძლევს იმ შინაგან ძალასა და სიცხადეს, რომელიც გვჭირდება ილუზორული ფენების გასარჩევად და დასაშლელად.

გულის ჩაკეტვა (ანაჰატა): გული არის ხიდი ქვედა (ფიზიკურ) და ზედა (სულიერ) ჩაკრებს შორის.

როცა გული ჩაკეტილია, ის ვერ ახდენს ქვემოდან ამოსული ენერგიის გარდაქმნას მაღალი ვიბრაციის, სიმშვიდედ და შთაგონებად. ამ დროს წყდება მთლიანი ენერგეტიკული ნაკადი, რაც აჩერებს ზრდას. გახსნილი გულის არის შემდეგი ეტაპი, რომელიც საშუალებას აძლევს ტრანსფორმირებულ ენერგიას, კიდევ უფრო ამაღლდეს და მიაღწიოს ცნობიერების უმაღლეს ცენტრებს (ყელი, მესამე თვალი).

მესამე თვალის ანუ სულიერი თვალის დახუჭვა ნიშნავს რეალობის არასრულად დანახვას, როცა მხოლოდ კარგსა და ნათელს ვხედავთ და უარვყოფთ ჩვენს რთულ, არასასიამოვნო ჩრდილოვან მხარეებს.

ჭეშმარიტი გაცნობიერება მოითხოვს, რომ მივიღოთ ყველაფერი, რომ ინტუიცია (მესამე თვალი) სრულად გაიხსნას.

გასხივოსნება არ არის რაღაცის უარყოფა, არამედ სრული მიღება.

სინათლე მხოლოდ მაშინ გაივლის ჩვენს სხეულში სრულად, როცა ჩვენ მივიღებთ ჩვენს სრულობას: შუქსაც და ჩრდილსაც, სულიერსაც და ფიზიკურსაც, სიყვარულსაც და ტკივილსაც.

ნუ ებრძვი, რადგან ბრძოლა საკუთარ თავთან ყოველთვის ენერგიის დაკარგვაა, მიღება კი აღდგენა. ხოლო მიღების შემდეგ იბადება ის სინათლე რომელიც არასდროს აღარ ქრება“, - წერს მაია მომცელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„არანაირი ჯვარი და მღვდელი არ გააკაროთ მიცვალებულს, რათა სამუდამო ტყვეობაში არ მიაბას თავიანთ ნეკრო ეგრეგორს“ - რას წერს ეზოტერიკოსი

ნუცა ბუზალაძემ ახალი სინგლი ჩაწერა, რომელსაც „ამინ“ დაარქვა

„...ჩვენ არ გვიშველის, არაფერი არ გვშველის, ტყუილად ვართ ეკლესიაში და დავიღუპებით მარადისობაში“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება