
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია, დღის გატარება ძალიან კარგი იქნება ბუნებაში. შეგიძლიათ, რომ ფეხით მეტი იაროთ. შეეცადეთ, მაქსიმალურად ჰარმონიაში იყოთ საკუთარ თავთან“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:
ვერძი - დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით აქტიური იქნება, უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმე ამ მონაკვეთში დაგეგმოთ.
კურო - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, რომ დღე პოზიტიური და ჰარმონიულია, წინდახედულობა აუცილებელია.
ტყუპები - არ არის სასურველი დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საქმით დაკავდეთ, რადგან დაძაბულია. მეორე ნახევარში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
კირჩხიბი - ემოციური დღეა, იდეალური დღეა ემოციების გამოსახატავად. გამოიჩინეთ მეტი გულახდილობა, დახმარებისთვის შეგიძლიათ იყოთ გულწრფელები.
ლომი - ადრე დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეთ, ახალი წამოწყებებისგან თავი შეიკავეთ.
ქალწული - საინტერესო დღე გაქვთ შემოქმედებითი კუთხით, კარგია ექსპერიმენტები, ახალი მიდგომების ცდა, ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებს.
სასწორი - პოზიტიური დღეა, მარტივად გამოგივათ საქმე, მაგრამ ნუ გადაწყვეტთ ფინანსურ საკითხებს.
მორიელი - არაერთგვაროვანი დღეა, თითქოს დატვირთული, საქმიანობით, მოლაპარაკებებით და ამასთანავე მეგობრებთან ერთად არაფორმალურ გარემოში ყოფნა მოგიწევთ.
მშვილდოსანი - ქაოსურ გარემოში მოხვდებით, ამიტომ ნუ გაფლანგავთ ენერგიას, კონცენტრირდით იმაზე, რაც პრიორიტეტია თქვენთვის.
თხის რქა - ნაყოფიერი დღეა, დაასრულეთ ადრე დაწყებული საქმეები და ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე აიღოთ ახალი ვალდებულებები.
მერწყული - პასიურად დაიწყება დღე, თუმცა დროის გასვლასთან ერთად თქვენში ენერგიაც მოიმატებს.
თევზები - დილა ნაყოფიერი გექნებათ, გადადგამთ ახალ ნაბიჯებს, მაგრამ საღამო იქნება ემოციური, რის გამოც შესაძლოა შეცდომები დაუშვათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ალექსანდრა პაიჭაძე წითელ კაბაში პოზირებს - „დახვეწილი და ეშხიანი!“