Digest Logo

🎥 „დაასრულეთ ძველი მიდგომები, რომელიც ხელს გიშლით განვითარებაში“ - ასტროლოგ მზია ბარათაშვილის რჩევები 18 სექტემბრის მთვარის დაბნელებაზე

1726576800
ლია ბარატასვილი

ასტროლოგი, მზია ბარათაშვილი საკუთარ იუთუბის არხზე მთვარისა და მზის დაბნელების დერეფნებზე საუბრობს.

როგორც ასტროლოგი განმარტავს, მთვარის დაბნელება წინ უსწრებს მზის დაბნელებას, რაც გარკვეული მოვლენების პირისპირ გვაყენებს.

მზია ბარათაშვილის თქმით, მთვარის დაბნელება 18 სექტემბერს, მზის დაბნელება კი 2 ოქტომბერს არის მოსალოდნელი.

„ძველი თემების დასრულება უნდა მოხდეს. თუ კი თქვენ სადმე გრძნობთ შიშს, იქნება ეს პარტნიორული, სამსახურებრივი ან ოჯახური, აუცილებელია მოიშოროთ ნეგატივი.

თუ თქვენ თვლით,, რომ სადღაც ხართ მსხვერპლის როლში და უკან გხევთ ეს ყველაფერი, მნიშვნელოვანია მომავლის გზები გაგეხსნათ და გათავისუფლდეთ ასეთი განწყობებისგან. დაბნელება ხდება ჩრდილოეთ კვანძზე, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ უნდა ვიაროთ. დაასრულეთ ძველი მიდგომები, რომელიც ხელს გიშლით განვითარებაში“, - ამბობს მზია ბარათაშვილი.

როგორ მოქმედებს მზის დაბნელება ზოდიაქოს ნიშნებზე?

ვერძი

აუცილებელია მნიშვნელოვანი თემები დასრულდეს, რომელიც დაკავშირებულია ფარულ ასპექტებთან და ქვეცნობიერთან. თქვენი ცხოვრების ეტაპი უნდა დააჯამოთ და დაიწყოთ სიახლეებზე ფიქრი. ძველი ჩვევები, ტრავმები მოიშორეთ. ამით შესაძლებელია საფუძველი ჩაუყაროთ ახალ მიდგომებს. დაკავდით მედიტაციითა და ლოცვით.

კურო

ამ ნიშნისთვის დაბნელება ხდება მე-11 სახლში ანუ ველზე. გაათავისუფლეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის ადგილი. სოციალურ კავშირებსა და მიზნებში გადააფასეთ თქვენი თავი. ეს ყველაფერი თქვენ პირად ზრდაში ხელს გიშლით. ამით თქვენ მოიზიდავთ უფრო პოზიტიურ და სასარგებლო კავშირებს. გადაამოწმეთ რამდენად ხარისხიანია ესა თუ ის ურთიერთობა.

ტყუპები

მთვარის დაბნელება ხდება პირველ სახლში, რაც გულისხმობს პირად თემებსა და ურთიერთობებს. ასევე კარიერაზე და საზოგადოებრივ ურთიერთობებში. თუ აქამდე ვერ ბედავდით, რომ მოგეთხოვათ ხელფასის გაზრდა ან დაწინაურებას უნდა გადააფასოთ ეს თემები. უნდა გადახვიდეთ ახალ კარიერულ მიზნებსა და ამბიციებზე უნდა დაფიქრდეთ საერთოდ მიდიხართ თუ არა სწორი მიმართულებით ან გჭირდებათ თუ არა ნამდვილად ეს სამსახური.

მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „რთული დღეა...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან - რა უნდა გაითვალისწინოთ მთვარის დაბნელების პერიოდში?

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები

🎥 „არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები... გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან