Digest Logo

🎥 „რთული დღეა...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან - რა უნდა გაითვალისწინოთ მთვარის დაბნელების პერიოდში?

1726558498
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 17 სექტემბრის შესახებ ისაუბრა. როგორც ასტროლოგი გვირჩევს, მთვარის დაბნელების პერიოდს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შევხვდეთ და არ არის რეკომენდებული სურვილების ჩაფიქრება.

„მთვარის მე-15 მე-16 დღეები მიმდინარეობს. მთვარის ნიშანი გახლავთ თევზები და ჰარმონიული მთვარე არ გვაქვს. რამდენიმე დაძაბული ასპექტი იყრის თავს.

მოგვეცემა შესაძლებლობა ჩვენი შიშები დავინახოთ და დავიწყოთ მათთან მუშაობა. მინუსები უფრო მეტია - ჭარბობს შებოჭილობა შიშები, გაუგებრობები, ერთმანეთის გაგება ასეთ დროს ძალიან რთულია. შესაძლოა მოტყუებაც წამოვიდეს არაკეთილსინდისიერი ადამიანების მხრიდან.

კარგი იქნება თუ სიფრთხილეს გამოვიჩენთ და მნიშვნელოვან საქმეებს დღეს არ დავგეგმავთ.

შეიძლება ეს გეგმები ნებისმიერ მომენტში დაირღვეს. ჯობია, რომ მომდევნო დღისთვის, მთვარის დაბნელებისთვის, რომელიც დილით 06:44 საათზე იქნება.

წმენდებისთვის, მედიტაციებისთვის და ლოცვებისთვის გამოიყენეთ მაქსიმალურად დრო. სურვილების ჩათქმა დაბნელებებზე რეკომენდებული არ არის. რთული დღეა და ეცადეთ მარტივად გადააგოროთ“, - გვირჩევს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ 18 სექტემბრიდან, მთვარის დაბნელების პერიოდში? - ანზორ ოდიშარიას რჩევები

🎥 „არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები... გამოდით კომფორტის ზონიდან...“ - 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში მატჩის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა