ეზოტერიკოსმა და ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“, 17 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანი დაახასიათა.
როგორც ნინა სუსლოვამ აღნიშნა, 17 სექტემბრის მმართველი პლანეტა მარსია. ეზოტერიკოსი გვირჩევს, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ ადამიანებთან, რადგან დღევანდელი დღე ემოციების მოზღვავებითა და სტრესით გამოირჩევა.
♈ ვერძი
ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი გქონდეთ თანამშრომლებთან და იმ გარემოსთან სადაც მუშაობთ. წადით კომპრომისებზე. ეცადეთ რომ ზოგჯერ თქვენ გადადგათ პირველი ნაბიჯი.
♉კურო
დღევანდელი დღის გამოყენება საკმაოდ წარმატებულად შეგიძლიათ. შესაძლოა მიზნებისა და გემების რეალიზება მარტივად მოახერხოთ. მთავარი არის არ იყოთ ილუზიაში და არ გქონდეთ ინფორმაციული დეფიციტი. იყავით დაკვირვებულები.
♊ ტყუპები
დღეს ორმაგად მოგიწევთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაკვირვება. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები და ყურადღება მიაქციეთ ხარჯებს. ასევე უნდა ეცადოთ, რომ თქვენი კეთილგანწყობით სხვებმა ბოროტად არ ისარგებლონ.
♋ კირჩხიბი
იყავით სპონტანურები და გამოდით კომფორტის ზონიდან, რომელშიც ხართ. ეცადეთ რაიმე ახალი წამოიწყოთ ან გააკეთოთ. თქვენი ემოციებიდან გამომდინარე გიჭირთ ახალი ნაბიჯის გადადგმა.
♌ ლომი
დღეს თქვენი სიმართლის მტკიცება არ დაიწყოთ. თავი აარიდეთ ნეგატიურ ადამიანებს და არ შეხვიდეთ დებატებში.
♍ ქალწული
უმჯობესი იქნება, რომ დღევანდელი დღე ნეიტრალურ და მშვიდ გარემოში გაატაროთ. თუ რაიმე ვალდებულების აღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რამდენად შეგიძლიათ, რომ მას თავი გაართვათ. ყურადღება მიაქციეთ რჩევებს, რომლებიც ადრე უკვე მოგცეს.
♎ სასწორი
სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით ფინანსურ საკითხებში. შესაძლოა შეიძინოთ ისეთი, რამ რაც შემდგომში არ მოგეწონებათ.
♏ მორიელი
თქვენთვის შესაძლოა დღევანდელი დღე ემოციური იყოს და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ყველაფერს. ბევრად უფრო მარტივი იქნება ყველაფერი მიხვდებით, რომ ყველაფერი თავისთავად დალაგდება.
♐ მშვილდოსანი
შეგიძლიიათ დღეს თქვენს ინტუიციას ენდოთ. დაეხმარეთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. დღეს შედარებით მგრძნობიარეები ხართ შესაბამისად სხვების ემოციებსაც გაცილებით მარტივად აღიქვამთ.
♑ თხის რქა
პროდუქტიულ დღე გაქვთ და მარტივად გაართმევთ თავს ისეთ საქმეებს, რომლებსაც სიფრთხილე და აკურატულობა სჭირდება. კარი იქნება თუ თქვენს გრძნობებსა და შეგრძნებებში გაერკვევით, რადგან ერთგვარი გადაფასება მოახდინოთ.
♒ მერწყული
დღეს შესაძლოა შეფერხდეთ იქ, სადაც არ წარმოგედგინათ. არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულებები და სწორად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და გამოსავლის პოვნა გაგიადვილდებათ.
♓ თევზები
გარკვეული იმედგაცრუება გელით ადამიანებისგან, რომლებსაც ენდობოდით და გჯეროდათ მათი. ეცადეთ გულთან არ მიიტანოთ და ნეგატიური კვალი არ დატოვოს ამ გაუგებრობამ. შეეცადეთ მოისმინოთ და გაიგოთ სწორად ყველაფერი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 1-ში მატჩის საუკეთესო მოთამაშე პირველად გახდა