![ლია ბარათაშვილი ლია ბარათაშვილი](https://digest.ge/uploads/files/2025/02/13/65217/lia-baratashvili_w_h.jpeg)
რატომ ითვლება დაბადების დღის წინა დღეები მძიმე პერიოდად?
ასტროლოგები გვირჩევენ, რომ დაბადების დღის მარტო აღნიშვნა უმჯობესია და განსაკუთრებული ყურადღება მის მომდევნო 12 დღეს უნდა მივაქციოთ.
აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგი ლია ბარათაშვილი საუბრობს, რომელიც საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი დაბადების დღიდან მომდევნო 12 დღის განმავლობაში?
ლია ბარათელი: თუ ადამიანს დაბადების დღე არ უყვარს, ვერ ვიტყვი პრობლემაა, მაგრამ ადამიანი მაგ დროს არის ენერგეტიკულად დასუსტებული. სამყაროში ყველაფერი მუშაობს წიკლურად. ადამიანის პირადი წიკლი იწყება მის დაბადების დღეს. თითქოს ის იბადება დაბადების დღეს, ანუ კვდება ერთი ციკლი და რაც უფრო ვუახლოვდებით დაბადების დღეს თითქოს ვუახლოვდებით სიბერეს, როდესაც მიდის ენერგია, ეს არის სიმარტოვის განცდა.
წელიწადში 12 თვეა, მასშტაბი რომ შევამციროთ, 12 თვე იდენტურია 12 დღის დაბადების დღის შემდგომ. გუნება განწყობა რომ გავიუმჯობესოთ, მაქვს გარკვეული რეკომენდაციები.
ყოველი თვე, ან ყოველი დღე შეესაბამება გარკვეულ თემას ასტროლოგიურად. იმისთვის, რომ დალაგდეს მეტ-ნაკლებად მთელი წელი, ენერგეტიკულად შეგვიძლია დახმარება, არის გარკვეული რეკომენდაციები, მაგალითად: ბოლო დღეებში დაბადების დღემდე, წარსული უნდა დავუსვათ იმას, რაც მოხდა წარსულში, უნდა გავუშვათ, შევაფასოთ რაც კარგი იყო ავითვისოთ და რაც ცუდია უნდა გავუშვათ. გააკეთე ის, რაც მოგწონთ.
რეკომენდებულია:
პირველი დღე გაატაროს მარტო, იმისთვის, რომ დაგეგმოს თავისი მომავალი წელი.
დაბადების მეორე დღეს ჯობია იუბილეს აღნიშვნა, რათა დავიბედოთ ფინანსური კეთილდღეობა.
მე-3 დღეს სიმბოლურად ჰქვია, ახლობლების დღე. აქცენტირება უნდა გავაკეთოთ, უახლესი გარემოცვაზე. და-ძმებთან ურთიერთობას, მოვიკთხოთ კლასელი და ა.შ.
მე-4 დღე არის ოჯახი დღე. იგულისხმება ფუძე, დედ-მამა და მათ დაუთმოთ მეტი დრო. თუ მიცვალებული გყავთ, სასაფლაოზე გავიდეთ.
მე-5 დღე შემოქმედების დღეა. რაღაცა გააკეთეთ,შექმენით. სიყვარულის დღეა ასევე.
მე-6 დღე ვალდებულებების დღეა. რუტინული დღეა, როდესაც უნდა გააცნობიერო, რომ გვიწევს რუტინა ამ ცხოვრებაში. სახლი დაალაგოთ და ა.შ. მთავარია რუტინას გაცნობიერებულად გაჰყევით და არა იძულებით.
მე-7 დღე, პარტნიორული ველი. საზოგადოებაში გასვლის დღე. შეგიძლიათ, კულტურული თემების ზიარება და თეატრსა და კინოში წასვლა. შეხვედრა, მოლაპარაკება. მეუღლე თუ გყავთ, სადმე წასვლა.
მე-8 დღე, ეს არის ერთობლივი ფინანსების დღე. თუ თქვენ გაქვთ ერთობლივი ბიუჯეტი, უნდა გადაანაწილოთ ხარჯი და ერთობლივი ბიუჯეტი დალაგდეს.
მე-9 დღე, სწავლის და მსოფლმხედველობის დღე. კარგი წიგნი რომ წავიკითხოთ. უცხოეთში წასვლა კარგი იქნება.
მე-10 დღე, კონკრეტულად კარიერული მიზნები დავსახოთ.
მე-11 დღე, ინტერნეტკავშირები, მეგობრებთან ურთიერთობა.
მე-12 დღე, როცა კვდება ციკლი, ნელ-ნელა გადის მარტოობაში. ვგრძნობთ, რომ ენერგია გველევა. ფსიქოლოგიური გადამუშავების დღეა.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕მსოფლიო ვალენტინობის მოლოდინშია - ვინ იყო ვალენტინი? მითები, რეალობა და ლეგენდები