12 აგვისტოს ღამის ცა ერთდროულად რამდენიმე გამორჩეულ მოვლენას გააერთიანებს — ლომის ზოდიაქოში მზის სრული დაბნელებას, პერსეიდების მეტეორული წვიმის პიკსა და პლანეტების განსაკუთრებულ განლაგებას. ამ ასტრონომიულ მოვლენებს თან ახლავს ასტროლოგიური და მითოლოგიური ინტერპრეტაციებიც — სირიუსთან დაკავშირებული „ლომის კარიბჭის“ პერიოდის დასრულება და ჰეკატეს წმინდა ღამე, დეიპნონი.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:
„🔥 12 აგვისტოს სამყარო ძლიერ ასტრო-მისტიურ პორტალს ხსნის. ამ დღეს ერთდროულად ემთხვევა მზის დაბნელება ლომის ზოდიაქოში, პლანეტების აღლუმი, პერსეიდების მეტეორული წვიმის პიკი, სირიუსის 🫴 ლომთა კარიბჭის დახურვა და ჰეკატეს წმინდა ღამე 🫴 დეიპნონი (Deipnon).
✋ თუ გრძნობ, რომ ბოლო პერიოდში დაძაბულობა გაიზარდა, ეს შემთხვევითი არ არის. სამყარო ითხოვს ძველი სცენარების, ილუზიებისა და კარმული ბლოკების საბოლოო ჩახურვას.
♌ მზის დაბნელება ლომში: შინაგანი ცეცხლის გაღვიძება ლომის არქეტიპი მართავს თვითგამოხატვას, ღირსებას, შემოქმედებით ენერგიას, ლიდერობასა და გულის ცენტრს. მზის დაბნელება ლომის ნიშანში არის ძლიერი „იმპულსი“, რომელიც გვაიძულებს, პასუხი გავცეთ მთავარ კითხვებს:
▫️ სად ვთმობ საკუთარ ავთენტურობას ?
▫️ რა მიშლის ხელს, რომ ვიყო საკუთარი ცხოვრების სცენარის შემქმნელი ?
დაბნელება ამჟღავნებს ყველაფერს, რაც ყალბია, რათა ადგილი გაათავისუფლოს ნამდვილი შინაგანი ძალისთვის.
🌠 მეტეორების წვიმა და პლანეტების აღლუმი სამყარო ქმნის იდეალურ ენერგეტიკულ დერეფანს:
✋ პლანეტების აღლუმი განასახიერებს ვექტორულ ფოკუსსა და განზრახვის მატერიალიზაციის აჩქარებას.
✋მეტეორული წვიმა (Perseids) ატარებს ძველი ენერგიების წვასა და ახალი იდეების შთაგონებას.
🌑 ჰეკატეს ღამე: დეიპნონის წმენდის პრაქტიკა 12 აგვისტოს საღამო/ღამე ემთხვევა შავი მთვარის ფაზას — დეიპნონს, რომელიც უძღვის წინ 13 აგვისტოს ჰეკატეს დღესასწაულს.
#ჰეკატე არის ზღვრების, გზაგასაყარის და ფარული სიბრძნის მცველი. დეიპნონის ღამე არის საუკეთესო ჟამი იმისთვის, რომ უკან მოვიტოვოთ ყველაფერი არასასურველი: შიშები, ტოქსიკური კავშირები, ენერგეტიკული ბლოკები და წარსულის ტვირთი.
🕯️ დეიპნონის ეფექტური რიტუალი (როგორ ჩავატაროთ):
1️⃣ სივრცის გაწმენდა: მზის ჩასვლის შემდეგ ფიზიკურად და ენერგეტიკულად გაწმინდე სახლი (სალბის/დაფნის კვამლით, მარილიანი წყლით ან საკმევლით).
2️⃣ შესაწირის მომზადება (ლანგარზე): მოამზადეთ ჰეკატეს ტრადიციული შესაწირი: 1 ან 3 კბილი ნიორი, ხახვი, მთლიანი უმი კვერცხი, პური, ცოტა თაფლი, შავი ზეთისხილი ან შავი ყურძნის მტევანი და სიმბოლურად, სახლის დაგვისას შეგროვებული მტვრის ან დაფნის ნამწვავის მცირე ნაწილი (როგორც გასული თვის ნეგატივის გატანის სიმბოლო).
3️⃣ წაიღე ლანგარი სამი გზის გასაყარზე ან ბუნებაში გამორჩეული ხის ძირას მოათავსე.
🛑 მთავარი კანონი — ლანგარს ტოვებ და უკანმოუხედავად ტოვებ იქაურობას, შინაგანად გადაუხადე მადლობა ჰეკატეს გაწმენდისა და ტრანსფორმაციისთვის, ზურგი აქციე და დაბრუნდი შინ.
✨ წარმოსთქვი ხმამაღლა ან შენთვის: „ვტოვებ წარსულში იმას, რაც ჩემი აღარ არის. ვაბიჯებ ზღვარს და ვუღებ კარს: სიუხვეს, სიყვარულსა და კეთილდღეობას.“ 12 აგვისტოს ჩახურული ძველი ციკლი გზას უხსნის 13 აგვისტოს ჰეკატეს ენერგიას — ნაყოფიერებას, ახალ შესაძლებლობებსა და სიცოცხლის უშრეტ ცეცხლს“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რატომ უწოდებენ ინგლისს „ნისლიან ალბიონს“?
⭕„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან