Digest Logo

„მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა“ - მეტეორების წვიმა: რჩევები ქეთი ოდიშელისგან

1786457042
ქეთი ოდიშელი

12 აგვისტოს ღამის ცას პერსეიდების მეტეორული წვიმა გაანათებს — წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა პიკს 12-დან 13 აგვისტოს ღამეს მიაღწევს. ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, დამკვირვებლებს ცაზე საათში ათეულობით, ზოგ შემთხვევაში კი 100-მდე მეტეორის დანახვა შეეძლებათ.

აღნიშნულ საკითხზე პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:

„მეტეორების წვიმა გვაქვს ყოველ წელს დაახლოებით 17 ივლისიდან - 24 აგვისტომდე, პიკი წელს 12 აგვისტოს უწევს.

ასე რომ მოემზადეთ, სურვილების ჩაფიქრების ჯადოსნური დროა, 23:00 საათიდან შეიარაღდით თქვენი სურვილებით დახატეთ ან ჩამოწერეთ საოცნებო თუ რაციონალური მიზნები.

პერსეიდების (მეტეორთა) ნაკადი მოწყვეტილი ვარსკვლავების ეფექტს ქმნიან, თუმცა სინამდვილეში ეს კოსმოსური მტვერია, რომლისგანაც შენც, მეც და ყველა ამ სამყაროს ნაწილი შედგება.

დაე, იყოს მშვიდობა ამ სამყაროში!“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კეთილია ის, რომელსაც არ შეუძლია სიცოცხლე ქრისტეს გარეშე...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🎥 „საბედისწერო ფაქტების წინაშე დგებიან ადამიანები“ - 12 აგვისტოს მზის დაბნელება: ისტორიული ფაქტები და რჩევები გიორგი ლობჯანიძისგან

⭕ბრედ პიტმა 7-წლიანი სიფხიზლის შემდეგ ალკოჰოლის მიღება კვლავ დაიწყო