
7 სექტემბერს დაბნელების დერეფანი დაიწყო. ის მთვარის დაბნელებით გაიხსნა და 21 სექტემბერს მზის დაბნელებით დასრულდება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, 21 სექტემბრამდე არსებული პერიოდი ადამიანებისათვის ბევრი მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი.
დაბნელებების დერეფანი განსაკუთრებული პერიოდია, როდესაც ჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და სიახლეები დავგეგმოთ. ეს პერიოდი აუცილებლად გამოკვეთს ყველაფერს, რაც მოძველებული და არა საჭიროა და თითოეულ ადამიანს აიძულებს, მოვლენები რეალისტურად აღიქვას და ბევრი რამ სუფთა ფურცლიდან დაიწყოს.
დაბნელების დერეფანი ენერგეტიკულად ყოველთვის განსაკუთრებით ძლიერი დროა - უფრო ვრცლად ამ თემის შესახებ, ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ საუბრობს.
მისი თქმით, დაბნელებები არის, როგორც ბედობა და რაც ამ პერიოდში ხდება, ის დაგებედებათ.
„დაბნელებები არის საბედისწერო პერიოდი, ერთგვარი კოდირება ხდება. ამ პერიოდში რაც მოხდება და რა გადაწყვეტილებასაც მიიღებთ, ეს იქნება საბედისწერო და ის მოხდება თქვენ ცხოვრებაში.
რასაც დაბნელების პერიოდში გააკეთებთ შემდეგ შეიძლება ინანოთ, ფაქტობრივად ამ ყველაფერს კოსმოსური ბეჭედი დაესმება.
დაბნელება არ არის ცუდი პერიოდი, ეს არის საფრთხილო პერიოდი, თუ ამ პერიოდში დაიბედეთ ნერვიულობას, დეპრესიას ასე გაგრძელდება, შემდეგ დაბნელების პერიოდამდე.
ეს უნიკალური პერიოდია, იხსენება კოსმოსური პორტალი, ცვლილების დროა - შეგიძლიათ, მოიცილოთ მავნე ჩვევები, ვალები და ყველაფერი ის, რაც არ გინდათ, რომ თქვენ ცხოვრებაში იყოს. პერიოდი კარგია ასევე სახლის დალაგებისთვის“, - ამბობს ასტროლოგი.
იგი საზოგადოებას ურჩევს, რომ ამ პერიოდში ყველამ ეცადოს კარგი საქმე აკეთოს, არ დაიწყონ სერიოზული წამოწყებები და მიმდინარე პერიოდი მაქსიმალურად მშვიდად გაატარონ.
როგორც ასტროლოგი ამბობს 22 სექტემბრიდან მზე სასწორში შედის და წყლის და ჰაერის ნიშნებისთვის კარგი პერიოდი დაიწყება.
„საგანგაშო და საჩქარო ოპერაციები თუ არ არის, სჯობს დაბნელების შემდეგ გააკეთოთ, ასევე კოსმეტიკური პროცედურებიც“, - გვირჩევს ასტროლოგი.
ვრცლად, ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 გელა ბარკალაიას რძლის დახვეწილი სტილი - რა კადრებს აქვეყნებს სალომე სალაყაია?
⭕„მთელი წელი დამესიზმრები, სანამ ისევ შევხვდებით“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია