
ლაგოდეხელი ნიკა კუბლაშვილის შესახებ გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ გადამღებმა გუნდა სიუჟეტი მოამზადა.
ახალგაზრდა მომღერალი საკუთარ ურთიერთობას მუსიკასთან გამორჩეული ემოციურობით აღწერს. მისი თქმით, მუსიკა მისთვის სამყაროს უდიდესი განძია და ქართული ფოლკლორი კი მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი.
მისივე განმარტებით, ქართულ ფოლკლორში აღმოაჩინა საკუთარი თავი და სწორედ ეს ჟანრი არის მისთვის უდიდესი სიმდიდრე:
„როდესაც ვმღერი, მთელი სამყარო ქრება და რომ მკითხო: ჩემთვის რა არის მუსიკა? - სიტყვებით ვერ აღვწერ.
ჩემთვის მუსიკა მთელი სამყაროა და მუსიკით ვაზროვნებ.
ჩემი თავი ყველაზე მეტად ქართულ ფოლკლორში ვიპოვე. ეს ჩემთვის ყველაფერია და ეს სიმდიდრეა, რომელსაც ვერაფერს ვერ შეადარებ, ვერც ოქროს და ვერც სხვა საგანძურს, აქ ჩვენი ხალხის ტკივილი, სიხარული და სიყვარულია.
ჩემთვის კერპი და მისაბაძი ადამიანი არის ჰამლეტ გონაშვილი, ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ განვითარდე, რათა ერთ დღეს მისნაირი კარგი მომღერალი გავხდე,“ - ამბობს ნიკა კუბლაშვილი.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სალომე ღვინიაშვილის დახვეწილი ლუქი - „შარმიანი და ელეგანტური გოგო“