Digest Logo

„დადგა დრო, გააანალიზოთ თქვენი ცხოვრების ბოლო 18- 19 წელი... იყავით გაბედულები, მაგრამ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას“ - სავსემთვარეობის ტენდენციები

1760534172
სასწორისასწორი

21 ოქტომბერს ცაზე ახალი ციკლი იწყება - ახალმთვარეობა სიმბოლურად გვახსენებს, რომ რაღაცის დასასრულს ყოველთვის მოჰყვება ახალი დასაწყისი.

ეს პერიოდი ენერგეტიკულად საუკეთესო დროა მიზნების დასანახავად, სურვილების ფორმულირებისა და ახალი გზების დასაწყებად. ასტროლოგების თქმით, ახალმთვარეობა გვაძლევს შანსს განვწმინდოთ ძველი ემოციებისგან და ნაბიჯი გადავდგათ იქ, სადაც ჯერ მხოლოდ ოცნებად ვხედავდით.

ახალმთვარეობა თბილისის დროით 16:26 საათზე იქნება. 

აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგიური გვერდი  AstroBlog SkyLight წერს და საზოგადოებას მოსალოდნელ ტენდენციებზე ესაუბრება:

„ვუახლოვდებით ახალმთვარეობას სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც დადგება თბილისის დროით 16:26 საათზე, 29-ე გრადუსზე. მოდი, განვიხილოთ ამ მოვლენის საერთო ენერგეტიკული და ასტროლოგიური ფონი.

ზოგადად, ახალი მთვარე წარმოადგენს მთვარის თვის დასაწყისს - ინიციაციის, ენერგიის, განახლებისა და სიცოცხლის ძალების სტიმულაციის პერიოდს, როდესაც ყველაფერს ახალს ენიჭება დასაბამი. ის იწყება მაშინ, როდესაც მზე და მთვარე ერთსა და იმავე ნიშანში, იმავე გრადუსსა და წუთში ხვდებიან ერთმანეთს. ამ დროს მთვარე ცაზე უხილავია, თუმცა სწორედ ამ მომენტში იბადება ახალი ციკლი - ენერგია, რომელიც ნელ-ნელა მატულობს და მოგვიანებით სავსე მთვარეში სრულად ვლინდება.

ასტროლოგიურად, მთვარის ეს ორი ფაზა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან თქვენი რუკის ის სახლები, რომლებიც ამ დროს აქტიურდება, მიანიშნებს იმ სფეროებზე, სადაც ახალი ენერგია და განვითარების იმპულსი იღვიძებს. ახალმთვარეობა გვაძლევს საშუალებას, დავიწყოთ ახალი გზა, განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მიზანმიმართულად მივმართოთ ძალა იმ მიმართულებით, სადაც საჭიროა ბლანსის აღდგენა.

სასწორის ნიშანი თავად ბალანსის, ჰარმონიისა და სამართლიანობის სიმბოლოა. ამიტომ ეს ახალმთვარეობა გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, სად დავკარგეთ წონასწორობა - ურთიერთობებში, საქმეებში თუ საკუთარ თავთან. ეს პერიოდი გვასწავლის, რომ ფრთხილი, გააზრებული და მშვიდი მოქმედება ყოველთვის უფრო ძლიერია, ვიდრე დაძაბული ბრძოლა. სასწორის ენერგია მოგვიწოდებს შერიგებისკენ - იქ, სადაც ურთიერთობა ღირებულია, მაგრამ საჭიროებს ახალი ფორმით გაგრძელებას და გათავისუფლებისკენ - იქ, სადაც ჰარმონია აღარ არსებობს და ილუზიად ქცეულმა ურთიერთობებმა მხოლოდ წარსულის ჩრდილი დატოვა.

გადახედეთ თქვენს ნათალურ რუკას. თუ გყავთ პლანეტა სასწორის 28-29 გრადუსში, ეს ახალმთვარეობა თქვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იქნება. ასევე, თუ დაიბადეთ 20-21 ოქტომბერს (სასწორის ბოლო დღეებში) ან 22-24 ოქტომბერს (მორიელის პირველ დღეებში).

ახალმთვარეობის ენერგია იგრძნობა 17-18 ოქტომბრიდან 24–25 ოქტომბრამდე. ამ პერიოდში დაწყებული პროცესები შედეგს ექვსი თვის შემდეგ, სასწორის სავსემთვარეობისას გამოავლენს. განსაკუთრებული სიმბოლიზმი აქვს 29-ე გრადუსს - ეს არის კრიტიკული წერტილი, სადაც ერთ-ერთი ციკლი სრულდება და ახალი იწყება. ახლა დადგა დრო გააანალიზოთ თქვენი ცხოვრების ბოლო 18- 19 წელი: როგორ გაუმკლავდით ბალანსის, წონასწორობის თემას, როგორ ისწავლეთ მიღება და გაცემის ჰარმონია, რამდენად სამართლიანი იყავით საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობაში?

სასწორის ნიშანი უკავშირდება პარტნიორულ კარმას - იმ გამოცდილებას, რასაც ურთიერთობებით ვიღებთ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრები, შერიგება ან საბოლოო გამიჯვნა. ეს დრო მოითხოვს გულწრფელობას, რადგან მხოლოდ გულწრფელი დიალოგი ქმნის ნამდვილი ჰარმონიის საფუძველს. თუ თქვენს ცხოვრებაში იყო უსამართლობის განცდა, ახალმთვარეობა შანსს გაძლევთ, ეს ენერგია გაათავისუფლოთ და აღადგინოთ შინაგანი სამართლიანობა.

ახალი მთვარე სასწორში გვახსენებს, რომ ჰარმონია იწყება იქ, სადაც სიმშვიდეა. ეს პერიოდი მოგვიწოდებს, დავამყაროთ ბალანსი არა მხოლოდ ურთიერთობებში, არამედ საკუთარ სულშიც - დავუბრუნდეთ წონასწორობას, სადაც სიყვარული და გონიერება თანაბრადაა წარმოდგენილი.

ამ დღეებში სასარგებლოა ყველაფერი, რაც ამაღლებს ესთეტიკურ გრძნობას და აღადგენს შინაგან სიმშვიდეს: დაალაგეთ სივრცე, მოუარეთ მცენარეებს, მოუსმინეთ ლამაზ მუსიკას, განაახლეთ გარემო ან გარეგნობა ისე, რომ იგრძნოთ საკუთარი არსის თანხვედრა სამყაროსთან. მოერიდეთ კონფლიქტებსა და დაძაბულ საუბრებს - სიტყვას ახლა განსაკუთრებული ძალა აქვს.

იყავით გაბედულები, მაგრამ ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას ზუსტად ახალმთვარეობის დღეს - ამ დროს ენერგია ჯერ ყალიბდება. დაელოდეთ 2- 3 დღე, სანამ იგრძნობთ შინაგან მზადყოფნას. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყება ახალი ციკლი, რომელიც მიგიყვანთ იმ გზისკენ, სადაც ურთიერთობები და არჩევანი დამყარებულია სამართლიანობაზე და არა შიშზე.

ეს ახალმთვარეობა ძლიერი პორტალია, რომელიც ასრულებს ბალანსთან, ჰარმონიასთან, სილამაზესთან, ურთიერთობებთან და არჩევანთან დაკავშირებულ ხანგრძლივ ციკლს. ახალი დასაწყისი შეიძლება მოულოდნელი ან რთული ჩანდეს, მაგრამ იგი ბედისწერის გარდამტეხ ეტაპს წარმოადგენს. სამყარო ახლა გვიბიძგებს იქით, სადაც ნამდვილი წონასწორობაა - სიყვარულსა და თავისუფლებას შორის.

პროგნოზი, რომელსაც ინდივიდუალურად შემოგთავაზებთ (სურვილის შემთხვევაში), ფორმირდება თქვენი ასცენდენტის მიხედვით. თუ თქვენი ასცენდენტი უცნობია, ძირითად მიმართულებას მიანიშნებს მზის ნიშანი (ზოდიაქოს ნიშანი). იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ნატალურ რუკაში მთვარე ძლიერადაა გამოხატული, ყურადღება მიაქციეთ მის მდებარეობასაც - ის ხშირად განსაზღვრავს შინაგან რეაქციებს და ემოციურ ტონალობას.

თუ თქვენს რუკაში არის სტელიუმი - სამი ან მეტი პლანეტა ერთ ნიშანში - ამ ნიშნის გავლენაც განსაკუთრებული ხდება. ხოლო თუ თქვენი ასცენდენტი, მზე, მთვარე ან სტელიუმი სხვადასხვა ნიშანშია, შეაგროვეთ თითოეული ნიშნის ინფორმაცია და სცადეთ მათი ენერგიების შერწყმით შექმნათ ერთიანი სურათი.

სამყარო ყოველთვის გვიგზავნის სიღრმისეულ, საკრალურ ნიშნებს - მათ შორის იმ დეტალებშიც, რომლებიც თითქოს შემთხვევითია. როცა დავაკვირდებით მათ სინქრონულობას, ვხედავთ, რომ ყველაფერი დაკავშირებულია და თითოეული ასპექტი ერთიანად გვიხსნის ჩვენი გზის არსს.

ძვირფასო მეგობრებო, გამოიყენეთ ეს დრო შთაგონებითა და მადლიერებით. მიმართეთ თქვენი ენერგია სამართლიანობისკენ, მაგრამ იმოქმედეთ მშვიდად და გონივრულად.
დაე, ეს ახალმთვარეობა გახდეს თქვენი შინაგანი ჰარმონიის, სუფთა განზრახვების და სულიერი სიმშვიდის ახალი დასაწყისი“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

~

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „მსოფლიოს 99%-ს ეს მინერალი აკლია, რაც იწვევს შაკიკს, ნევროზს და უძილობას...“ - სანდრო ჯიბლაძის რეკომენდაცია

⭕რა არის ანკილოზი და სასწაული, რომელიც 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი თავს ხდება

📸 კადრები საქართველო-თურქეთის მატჩიდან