
ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველომ გაიცნო ქუთაისელი მარიამ კოხრეიძე, რომელმაც თურქეთში ყბა-სახის ოპერაცია ჩაიტარა. მის შესახებ ინფორმაცია ფოტოგრაფმა დავით ოქროპილაშვილმა, იგივე დანტესმა გაავრცელა. მარიამს ყბა-სახის რთული ოპერაცია სჭირდებოდა, რასაც სახსრების გამო თავად ოჯახი ვერ უზრუნველყოფდა. თურქული ენის თარჯიმნის და კლინიკის ქართველი შუამავლის მედეა იობაშვილისა და საზოგადოების ჩართულობით, დავით ოქროპილაშვილმა საჭირო რესურსის მობილიზება და 16 წლის გოგონას თურქეთში წაყვანა შეძლო. სადაც მას ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ოპერაცია უსასყიდლოდ ჩაუტარა მარიამს.
ამ ამბიდან მალევე დავით ოქროპილაშვილს კიდევ ერთი გოგონა მსგავსი პრობლემით ლილიანა გოჭოშვილი დაუკავშირდა და თავისი პრობლემის შესახებ უამბო. ლილიანა 21 წლის არის და მასაც მარიამის მსგავსად, ყბა-სახის პრობლემა აწუხებდა. მას ანკილოზის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. დანტესის, მედეასა და საზოგადოების დახმარებით, ლილიანა მალევე გადაიყვანეს თურქეთში, ექიმ ალთან ვაროლთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტოები, რომლითაც ვიგებთ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
რა არის ანკილოზი?
ანკილოზი არის სამედიცინო ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სახსრის სრული ან ნაწილობრივი უმოძრაობას, რაც ვითარდება სახსარში არსებული ძვლოვანი ან ბოჭკოვანი შეერთების გამო.
მოკლედ: ანკილოზი არის სახსრის გაშეშება.
ანკილოზის ტიპები:
ძვლოვანი ანკილოზი — როცა სახსრის ზედაპირები ერთმანეთს ძვლოვანი ქსოვილით ეზრდებიან. ამ შემთხვევაში მოძრაობა საერთოდ არ ხდება.
ბოჭკოვანი (ფიბროზული) ანკილოზი — როცა ძვლებს შორის ჩნდება მკვრივი შემაერთებელი ქსოვილი. მოძრაობა შესაძლოა ნაწილობრივ შენარჩუნდეს, მაგრამ შეზღუდულად და მტკივნეულად.
გამომწვევი მიზეზები:
ხანგრძლივი ანთება (მაგ., ართრიტი, ოსტეოართრიტი); ტრავმები — განსაკუთრებით მაშინ, როცა სახსარი დიდხანს უძრავად არის;
ინფექციები (მაგ., ტუბერკულოზური ართრიტი);
ოპერაციის ან იმობილიზაციის შემდეგ განვითარებული გართულებები.
ყველაზე ხშირი ლოკალიზაცია: მუხლის, თეძოს, იდაყვის, ყბა-დაკბილვის სახსრები.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 კადრები საქართველო-თურქეთის მატჩიდან
🎥 ქავილის მიზეზები - რა დაავადება შეიძლება იმალებოდეს გაღიზიანებული კანის მიღმა? ზაზა თელიას რჩევები
⭕„ყველანი ვაგებთ ცხოვრებაში...თუ ცუდი არის მოსახდენი, ის ისედაც მოხდება“ - რას ჰყვება ილია თოფურია