ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი სოციალურ ქსელში ახალ, 2026 წლის დადგომას გვილოცავს და შინაგან ზრდას, საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას გვისურვებს:
„გილოცავთ 2026 წელს!
გისურვებთ და ვუსურვებ საკუთარ თავს, რომ მომავალი წლის პლანეტურ ენერგიებსა და დროის მნიშვნელოვან ციკლებს, თუნდაც გამოწვევებით სავსეს, ნდობითა და სიმშვიდით შევხვდეთ და თითოეული მათგანი საკუთარი განვითარების შესაძლებლობად ვაქციოთ.
დაე, ყოველი ახალი დღე გახდეს კიდევ ერთი ნაბიჯი შინაგანი ზრდისა და საკუთარი თავის უკეთესი ვერსიისკენ.
გისურვებთ მიზნების განხორციელებას და ახალ წელს, სავსეს სიხარულით, სითბოთი და ბედნიერებით“, - წერს თამარ ხოსროშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლები 2026 წელს განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყებენ
⭕რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება 1-ელ იანვარს - თაკო მელიქიშვილის რჩევები