ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 28 იანვრის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს.
„28 იანვარი: „თასების დედოფალი“ - ინტუიცია და ემოციური სიღრმე
ზოგადი დღის ფონი: ოთხშაბათი ჩაივლის რბილი, ქალური და ინტუიციური ენერგიის ქვეშ. „თასების დედოფალი" გვასწავლის, რომ გონება ყოველთვის არ არის მართალი - ხანდახან გულს უნდა მოუსმინოთ. დღე სავსეა თანაგრძნობით, შემოქმედებითა და მისტიკით.
მნიშვნელოვანი საკითხები: ენდეთ თქვენს შინაგან ხმას. დღეს ლოგიკა მეორეხარისხოვანია. დაეხმარეთ მას, ვისაც უჭირს - სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ. შესანიშნავი დროა ფსიქოლოგიური და ეზოთერული საქმიანობისთვის.
ურთიერთობები: სრული ემოციური გახსნილობა. თქვენ ხართ მზრუნველი და მოსიყვარულე. მამაკაცებისთვის - შეხვედრა იდეალურ ქალთან, რომელიც იქნება ერთგული და მგრძნობიარე.
ფინანსები: ნუ მიიღებთ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით, გაითვალისწინეთ ადამიანური ფაქტორიც. საქველმოქმედო ხარჯები კეთილდღეობას მოგიტანთ.
ჯანმრთელობა: ყურადღება მიაქციეთ წყლის ბალანსს, თირკმელებს და ემოციურ ფონს. მოერიდეთ სტრესს და ნეგატიურ ადამიანებს, რადგან დღეს "ღრუბელივით" იწოვთ ემოციებს“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: