ნუმეროლოგი, ბედის მატრიცის, ბიოენერგეტიკული რუკის სპეციალისტი მაია მომცელიძე, რომელიც პირად, ბავშვთა და შეთავსების რუკებს ქმნის და სიღრმისეულ ანალიზს აკეთებს, სოციალურ ქსელში ენერგეტიკული კოდის არასწორად გამოყენების შედეგებზე საუბრობს:
„ბავშვობიდან გვაძლევენ ინსტრუმენტს, რომლის სწორად დაკვრაც არ ვიცით.
გვერდით არავინ არის, ვინც გვასწავლის როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ძლიერი მხარეები. როდესაც ვცდებით, ხშირად ვიღებთ ნეგატიურ ემოციებს, სასჯელს, გარიყვას. სწორედ ეს ქმნის ჩვენს პირველ დამახინჯებულ სცენარს ჩვენს ცხოვრებაში. გზაზე, რომელიც შიშით და დაძაბულობითაა სავსე.
თუ დააკვირდებით, ცხოვრებაში არსებობს განმეორებითი სცენარები, ერთი და იგივე ტიპის ადამიანები, ფინანსური სირთულეები, მუდმივად ბრუნდები ერთი და იგივე სიტუაციებში. ეს არის შენი ენერგეტიკული კოდის არასწორად გამოყენების შედეგი“, - ამბობს მაია მომცელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ფინანსური გადაწყვეტილებები უმჯობესია გადადოთ“ - როგორ გავატაროთ 8-9 ნოემბრის უქმეები
⭕ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ნეფე-პატარძალი - კადრები გიორგი სარდალაშვილის ქორწილიდან