Digest Logo

დაგჭირდებათ მონეტა, სანთელი და კვერცხი - ვანგას მარტივი შელოცვა ფულის მოსაზიდად

1744227301
ვანგა წინასწარმეტყველი

უსინათლო ნათელმხილველის - ვანგას შელოცვებსა და წინასწარმეტყველებას მსოფლიოს უამრავი გავლენიანი ადამიანი ენდობა. ალბათ, იმიტომ რომ მისი შელოცვები ნამდვილად მოქმედებდა, წინასწარმეტყველებები კი ხდებოდა.

ცნობილი გახდა ვანგას ფულის მოზიდვის შელოცვის რიტუალი, რომელსაც, როგორც ამბობენ, დიდი ძალა აქვს.

ამისთვის დაგჭირდებათ:

ქათმის კვერცხი;

3 ცალი მონეტა (მაგალითად, 10-თეთრიანი);

ჯამი;

3 ცალი ეკლესიის სანთელი, რომელიც წინა დღით გექნებათ შეძენილი ტაძარში.

როცა ყველაფერს მოიმარაგებთ, უნდა წარმოთქვათ შემდეგი სიტყვები 33-ჯერ:

„თეთრმა  ქათამმა სუფთა მინდორზე ფულის კვერცხი დადო. ვინც ამ კვერცხს აიღებს და შეჭამს, ის გამდიდრდება და აღარასოდეს ნახავს სიდუხჭირეს.

მე (თქვენი სახელი) მონა ღვთისა, დავდიოდი მინდორში, ვიპოვე კვერცხი, შევჭამე და ღმერთს მადლობა ვუთხარი ამ ძღვენისთვის.

ახლა სიმდიდრე ჩემგან აღარასოდეს წავა. ამინ“.

რიტუალის დასასრულ, აანთეთ სანთლები ქურასთან, მოხარშეთ კვერცხი ჯამში მაგრად, გატეხეთ ის შუბლით და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „დავიტეხე ჩემს თავზე კვერცხი, რათა მთელი მისი სარგებელი თან წავიღო“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„აფხაზეთის ომის ვეტერანი, 9 აპრილის მონაწილე, მსახურობს სარეზერვო ბატალიონში ქალიშვილთან ერთად და ეს ადამიანი არ მიუშვეს მემორიალთან“ - რას წერს ლაშა გეგეჭკორი

„არ არის სასჯელი, ეს გამოცდაა, მაგრამ ვინ არის ამისთვის მზად?“ - თაკო მელიქიშვილი გვიხსნის, როგორ გადიან ადამიანები კრიზისს ცნობიერების ნომრის მიხედვით

„ლესბოსელი წყვილი ცხრა აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალთან... დგანან ცოლის გამქირავებლები, მშობლების უარმყოფელები, ლესბოსელები, გეები“ - ნათია ბერიძე