Digest Logo

„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ასრულდება“ - ცაგარელი

1647585397
ცაგარელი, ასტროლოგი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:11-დან 15:28 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზისა და მთვარის ენერგიების ქალწულისა და თევზების ზოდიაქურ ღერძზე დაპირისპირება ნეგატიურად აისახება ადამიანების ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. გაძლიერდება დეპრესია და აგრესია,  გაიზრდება ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, ძველი ურთიერთობის აღსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, სესხის აღება და ფულის ვალად გაცემა, გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თირკმელებს და ელენთას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, მწვანე და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც 20 დღის განმავლობაში ასრულდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ოკუპანტის ტანკმა დედა-შვილს მიზანში ესროლა და ადგილზე დაფლითა…. მეზობლებმა იქვე, კორპუსის ეზოში დაკრძალეს“ - ესმა კუნჭულია სასტიკი ისტორიის დეტალებზე

🔵ნანა კაკაბაძე - ნაციონალები და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ

🔵„ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს... გამომივა თუ არა, არ ვიცი - მაგრამ ძალიან შევეცდები!“ - ჩერგოლეიშვილი გიული ალასანიას

წყარო: fortuna.ge