
გამოცემა „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედას გიული ალასანიას მიმართავს. ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ამასთან ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სააკაშვილის ლიდერობა არ სურს.
„2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა რომ სააკაშვილის ლიდერობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა - მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ!
კვლევებს მალავდნენ - ვერაგი ამოცანით, რომ ემტკიცებინათ რომ მიშას გარეშე ნულები ვართ.
სააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას - ვუხსნიდით, რომ ეს შეუძლებელია, რომ ხალხს მისი საკითხი არ ანაღვლებს, სხვა თემები ანაღვლებს.
2019 წელს მის სახელს ვერ ახსენებდნენ აქციებზე - უბრალოდ შეუძლებელი იყო, ტალახს ესროდნენ.
ყველა მოღალატედ შეგვრაცხა - ვინც რეალობის ახსნას ცდილობდა, მისი მანქურთებიც აიყოლია, გვბლოკა, მტრებად გამოგვაცხადა, ტალახს გვესროდა, ცილს გვწამებდა - ცოდვას ჩადიოდა!
ჰოდა, აი, ახლა დედამისს ეს უკვირს! დიახ ქალბატონო გიული - ჩვენ ვუხსნიდით, რომ ქართველ ხალხს ის არ უნდა და მოღალატეებს გვიწოდებდა.
ახლა ზის იქ, სადაც ზის - მე ის პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია და როცა ჩემი ნება იქნება, აუცილებლად გავათავისუფლებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს.
გამომივა თუ არა, არ ვიცი - მაგრამ ძალიან შევეცდები!“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
888 ინფიცირება, 2 831 გამოჯანმრთელება, 17 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
ნანა კაკაბაძე - ნაციონალები და მათი ლობისტები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას პროვოცირებენ