მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 15:59-დან – 16:55 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი მოთხოვნების წაყენება, უმჯობესია დათმოთ და სცადოთ კომპრომისის მოძიება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები, კოლეგების კრიტიკა და ხელმძღვანელთათვის საკუთარი პროექტების წარდგენა, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.
ჯანმრთელობა – არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ თხილის თაფლის, მარწყვის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ნეონის ფერები, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, საფირონი, აკვამარინი და ცირკონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს, ძვლოვან სისტემას და სახსრებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„ეცადეთ შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები და არაფერი არ გადადოთ მომავლისთვის“ - მიხეილ ცაგარელი
წყარო: fortuna.ge