Digest Logo

„დაიცავი ზომიერება, რათა არ გამწვავდეს ქრონიკული პრობლემები“ - თაკო მელიქიშვილი 22 იანვრის ასტროლოგიურ ენერგიებზე

1769070989
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი 22 იანვრის რეკომენდაციებს გვიზიარებს: 

„22 იანვარი - სიყვარულის, სილამაზისა და წარმატების დღე ❤️

დღეს საერთო დღე გადის რიცხვი 6-ის ენერგიაში. სიყვარული, ჰარმონია და ბედნიერება მაქსიმალურ დონეზე მუშაობს ✨ 💖

რა არის სასურველი დღეს:

❤️ გიყვარდეს, შექმნა, იგრძნო

❤️ იმუშავე და გადაწყვეტილებები მიიღე სიყვარულით და სიამოვნებით

❤️ ხელსაყრელია ხელშეკრულებების გაფორმება, მნიშვნელოვანი შენაძენები, ქორწინება

❤️ დაიწყე დიდი პროექტები, გაავსე სივრცე სილამაზითა და სიუხვით

❤️ მოაწყე რომანტიკული შეხვედრები, დაკავდი შემოქმედებით, მიხედე საკუთარ თავს

❤️ ეწვიე სპას, სილამაზის სალონს ან კარგ რესტორანს

⚠️ რისგან სჯობს თავის შეკავება:

სიზარმაცისგან და ზედმეტი კომფორტისგან;

შურისძიებისგან - აკონტროლე ემოციები;

კამათისა და კონფლიქტებისგან;

გადაჭარბებისგან - დაიცავი ზომიერება, რათა არ გამწვავდეს ქრონიკული პრობლემები ასევე დღეს ხუთშაბათია და განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაბადებულია:

🔸 3, 12, 21, 30 რიცხვებში - შენი ფერი: ყვითელი

🔸 4, 13, 22, 31 რიცხვებში - შენი ფერები: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ცხვირს ვუყიდე საჩუქრები...“ - ნუცა ბუზალაძე შოპინგის ბლოგს გვიზიარებს

„ცხოვრება შედგება ამ პატარა მომენტებისგან, ის ყოველთვის მხოლოდ „ახლა“ ხდება“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი

„ძვირის ნაცვლად იაფი პრეპარატები მოძებნე, გაციებას წამალი არა აქვს...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი