Digest Logo

„ცხოვრება შედგება ამ პატარა მომენტებისგან, ის ყოველთვის მხოლოდ „ახლა“ ხდება“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი

1769069334
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ როცა გვძინავს ფიზიკური სამყაროს აღქმა ქრება. ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ, თითქოს ვწყვეტთ არსებობას.

ასევეა მაშინაც, როცა გონებით წარსულში ან მომავალში ვმოგზაურობთ:

„ცხოვრება ხდება აქ და ახლა…

აი, ამ ზუსტად იმ წამს, როცა შენ კითხულობ ამ სიტყვებს, ის მდუმარედ ლივლივებს შენს თითოეულ უჯრედში
და კიდევ ერთ წამს აბარებს მოგონებებს…

დღეები ენაცვლებიან ერთმანეთს — ზოგი გახარებს, ზოგჯერ გვტკენს. ზოგჯერ თავად ვნატრობთ დრო გაჩერდეს...

ზოგი კი სწრაფად გავარდეს, მაგრამ ყველა მათგანი უკვე წავიდა და ერთადერთი რაც გვაქვს ჩვენი „ახლაა“. 

როგორი იქნება ეს „ახლა“ მთლიანად შენზეა დამოკიდებული:

ხარ ნდობაში თუ წინააღმდეგობაში. სულ ერთია, როგორ უყურებ ამ წამს, ის ერთადერთი რეალურია.

მომდევნო წამში ის უკვე გაქრა ილუზია და წარსულია…მხოლოდ გონებაშია და უსიცოცხლო.

ცხოვრება შედგება ამ პატარა მომენტებისგან, ის ყოველთვის მხოლოდ „ახლა“ ხდება.

როცა გვძინავს ფიზიკური სამყაროს აღქმა ქრება. ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ, თითქოს ვწყვეტთ არსებობას…
ასევეა მაშინაც, როცა გონებით წარსულში ან მომავალში ვმოგზაურობთ.

ჩვენი გონება ფხიზლადაა, მაგრამ ვერ ვამჩნევთ სიცოცხლეს.

ვეღარ ვხედავთ მის ფერებს, არ გვესმის მისი ხმები, ვეღარ ვგრძნობთ მის სუნს, გემოს…

მომენტები უბრალოდ გვეცლებიან. წუთები, რომელიც აღარ განმეორდება.

სცადე, შეიგრძენი ახლა, ამ წამს წამი შეუფასებლად, შეუდარებლად. უბრალოდ იყავი და ის გაგანდობს ჭეშმარიტებას, დაგანახვებს ნამდვილ სიცოცხლეს, ისეთი, როგორიც არის სრულყოფილი, ჩუმი და მყოფადი“, - წერს თამარ კვარაცხელია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძვირის ნაცვლად იაფი პრეპარატები მოძებნე, გაციებას წამალი არა აქვს...“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

„შეანელეთ ცოტა მაგ სკამის ბზრიალი, ყველაზე მაღალ ზურგიანი რომ დაიდგით თქვენი მედიდურობის წარმოსაჩენად...“ - რას შეესწრო თამარ კერძაია

„დედა არის ის, ვის გარეშე უფალმაც კი არ ინება ყოფნა...“ - ნინი კენჭიაშვილის საორსულე ფოტოსესია