Digest Logo

„დაიწყო 2023 წლის ბოლო ნაწილი, რომელიც კარმულ სახლად ითვლება... ის ერთგვარი „ფსკერია“- რამაზ გიგაურის გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს

1701666619
რამაზ გიგაური

დაიწყო 2023 წლის ბოლო, 1/12 ნაწილი რომელიც კარმულ სახლად ითვლება... ის ერთგვარი „ფსკერია“, სადაც ბევრი რამ „დაილექა“ - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნებს იმ ტენდენციების გააქტიურებისკენ აფრთხილებს, რასაც ეს კარმული სახლი მოუტანს მათ.

„დაიწყო 2023 წლის ბოლო, 1/12 ნაწილი.

ზოდიაქოს ციკლის მიხედვით, ეს მე-12 ასტროლოგიურ სახლს შეესაბამება, რომელიც კარმულ სახლად ითვლება. ის ერთგვარი „ფსკერია“, სადაც ბევრი რამ „დაილექა“.

ეს ანალიზს და შეფასებას ითხოვს. ამიტომ დეკემბერში უნდა გაანალიზდეს 2023 წელი - რა გააკეთეთ, რა ვერ გააკეთეთ და რატომ?!

გარდა ამისა, ეს არის „ძველისგან“ გათავისუფლების და მიტევების პერიოდიც. გათავისუფლდით ძველი წყენებისგან, ბოღმისგან და დამაბრკოლებელი კომპლექსებისგან.

გარდა ამისა, გააცნობიერეთ რა გაგეშვათ ხელიდან ან თქვენ თვითონ გაუშვით ხელი. ვინ დაგტოვათ ან თქვენ ვინ დატოვეთ.

ეს ეხება არა მხოლოდ მატერიალურ ფორმებს, არამედ ემოციებსაც, რადგან მე-12 სახლი წყლის სტიქიას ეკუთვნის (წყალი კი ემოციაა). ამიტომ ემოციური გადალაგება შვებას მოგცემთ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს არის ასევე საკუთარ თავში ჩაღრმავების, შეცდომების გაანალიზების და შეძლებისდაგვარად მათი გამოსწორების პერიოდიც.

ეს არის „დაბადების“ წინარე პერიოდიც, რომელიც ერთგვარ შიშს უკავშირდება, ამიტომ უნდა გადალახოთ მომავლის შიში, რათა გაბედულად და რწმენით სავსემ შეაბიჯოთ ახალ, 2024 წელში.

ოღონდ ამას მიეცით წერილობითი ფორმა.

თუ დღეს და ხვალ არ გცალიათ, წინ მთელი თვე გაქვთ.
წარმატებას გისურვებთ!  

P.S. ფოტოზე: ინდური ასტროლოგიის მიხედვით მომზადებული ჰოროსკოპია (ე. წ. „ჩრდილოეთის“ სტილით შედგენილი)“,- წერს გიგაური.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოფილს მოგცემ მე შენ...“ - ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურიას

🎥 „ძლიერ ემოციური ამბავი... დამადუმა“ - გიორგი ჭოხონელიძემ მეუღლეს სცენაზე უმღერა

„დამამშვიდებელი წამლებით ვაძინებთ, რომ ნერვიულობაზე გული არ გაუსკდეს. სირცხვილი თქვენ, რომ ჩემს გვერდით არ ხართ“ - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი