Digest Logo

„დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე და გაანებივრეთ თავი“ - თაკო მელიქიშვილი 24 ნოემბრის ენერგიებზე

1795507107
თაკო მელიქიშვილი

🌕 24 ნოემბერი სუპერმთვარე:

დღეს, როგორც იქნა, სავსემთვარეობაა! წინა ორი დღე უკვე გვქონდა ემოციური არეულობა და დღესაც ბევრმა შეიძლება იგრძნოს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

დღეს სუპერმთვარეა დღის ენერგიებია - 6 • 9 • 6.

🔮 24 რიცხვი კი ყველაზე მისტიკურ დღედ ითვლება, ამიტომ სავსემთვარეობის გავლენა მასზე განსაკუთრებით ძლიერია. შესაძლოა, ცუდად გეძინათ, ენერგიის დაქვეითება, ცრემლიანობა ან, პირიქით, მომატებული შფოთვა იგრძნოთ.

💄 მაგრამ რა ვიცით ექვსიანის ნებისმიერი დღის შესახებ?

გარეგნობა ყველაფერს წყვეტს! შეიძლება ტირილი გინდოდეთ, ხასიათზე არ იყოთ, სადმე განმარტოება და არავისთან საუბარი გსურდეთ — მაგრამ მაინც ადექით, მოიწესრიგეთ თავი, გაილამაზეთ და ხალხში გადით!

👑 დღეს მხოლოდ საკუთარი თავი გაახარეთ! ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „ღმერთო, რა ლამაზი ვარ! მე ღმერთის საყვარელი შვილი ვარ!“.

✨ შეიძლება მთელი დღე წოლა, გამოძინება და არაფრის კეთება მოგინდეთ, მაგრამ ეს შეცდომა იქნება. ენერგიის ასამაღლებლად, წარმატების, სიუხვისა და სურვილების ასასრულებლად დღეს უნდა მოიწესრიგოთ თავი და თავი მილიონად, უკეთეს შემთხვევაში კი მილიარდად იგრძნოთ!

💫 მხოლოდ ასეთ განწყობაზე მოგიტანთ ეს დღე წარმატებას. შესაძლოა, საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, რადგან დღეს რეალიზაციაც ექვსიანის ენერგიითაა.

💃 ჩართეთ საყვარელი მუსიკა და იცეკვეთ! ხომ იცით, დილით ყოველთვის ვცეკვავ — დღეს თქვენც ამას გირჩევთ!

💵 დღეს აუცილებლად დახარჯეთ ფული საკუთარ თავზე და მაქსიმალურად გაანებივრეთ თავი. იყიდეთ ის, რაც დიდი ხანია გინდოდათ, და დატკბით ცხოვრებით.

🎨 გირჩევთ, საყვარელი შემოქმედებითი საქმით დაკავდეთ. თუ ხატვა გიყვართ — დახატეთ ან გასაფერადებელი გააფერადეთ. თუ სიმღერა გიყვართ — იმღერეთ. შეგიძლიათ ბავშვებთან ერთადაც გააკეთოთ რაიმე შემოქმედებითი.

👍 დღეს თქვენი სილამაზე, საკუთარი თავის სიყვარული და ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნება სავსემთვარეობის ენერგიას დადებითად წარმართავს. იყავით ბედნიერები და სიყვარულით სავსენი!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მაკოლეი კალკინი „მარტო სახლშის“ გაგრძელებაში ითამაშებს

🎥 „შავი პარასკევი“: სად გადის ზღვარი რეალურ ფასდაკლებას და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას შორის

🎥 მითია თუ რეალობა, რომ წყალი წონის კლებაში გვეხმარება? ენდოკრინოლოგის განმარტება

✕