Digest Logo

🎥 მითია თუ რეალობა, რომ წყალი წონის კლებაში გვეხმარება? ენდოკრინოლოგის განმარტება

1795504495
ნინო ლომთაძე

ზოგი დილას ფინჯანი წყლით იწყებს, ზოგი კი წყალს ჭამის წინ სვამს, რადგან ცნობილია, რომ სითხის მიღება კვებამდე მადას აქვეითებს. რა როლი აქვს წყალს წონის კლებაში? აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდის ვსვამთ მას და როგორ გავიგოთ, რამდენი წყალი გვჭირდება დღის განმავლობაში.

აღნიშნულ თემაზე ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს:

„წყალი ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან ის მონაწილეობს პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებში. 

წყალი ეხმარება ორგანის ტემპერატურის შენარჩუნებაში, ატენიანებს სახსრებსა და სხვა ქსოვილებს. სატრანსპორტო ფუნქციაც აქვს წყლის მეშვეობით, მაგალითად, ჩვენს ორგანიზმში ტრანსპორტირდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები, მიკროელემენტები, მაგრამ ასევე ხელს უწყობს, მაგალითად, თირკმელების ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ ის ცალკეული, როგორც ჯადოსნური წამალი, თუ მე წყალს მივიღებ, აუცილებლად ამას წონაში კლება მოჰყვება. წყალი ეს არ არის ცალკე აღებული რაღაც საშუალება, რომელიც ცხიმის მწველი საშუალებაა, თუმცა ის შეიძლება დადებით გავლენას ახდენდეს ჩვენი სხეულის წონაზე“, - ამბობს ნინო ლომთაძე. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ გვიზიდავს ჭორები? - „ძალიან კარგად ვხედავთ იმას, რაც რაც ჩვენში ან განდევნილია, ან მივიწყებულია“

⭕ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 23-29 ნოემბრის კვირა განსაკუთრებულ წარმატებასა და ახალ შესაძლებლობებს მოუტანს

⭕„ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად!!!“ - მარიამ შარმანაშვილი მიმართვას ავრცელებს

✕