Digest Logo

„დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ შენი საფულე მუდამ სავსეა...“ - თამუნა იოსელიანი დოლარის რიტუალზე წერს

1766912420
დოლარიდოლარი

მინეროლოგი თამარ იოსელიანი სოციალურ ქსელში დოლარის რიტუალზე წერს. 

პრაქტიკის ჩასატარებლად დაგჭირდებათ საფულე, 1 დოლარის კუპიურა, 1 მწვანე ან ოქროსფერი სანთელი და დარიჩინის ფხვნილი:

„დოლარის რიტუალი საფულეში:

საჭირო მასალები:

1 დოლარის კუპიურა (სასურველია ახალი ან კარგ მდგომარეობაში);

შენი საფულე;

1 მწვანე ან ოქროსფერი სანთელი (სურვილისამებრ);

დარიჩინის ფხვნილი (სურვილისამებრ);

მკაფიო და ნათელი განზრახვა.

შესრულების წესი:

აირჩიე დრო - იდეალური დღეა ხუთშაბათი (სიუხვის დღე).

კუპიურის „დატვირთვა“: აიღე დოლარი ორივე ხელით.

დახუჭე თვალები და წარმოიდგინე, რომ შენი საფულე მუდამ სავსეა და ფინანსური წუხილი არ გაწუხებს.

განზრახვის სიტყვები გაიმეორე ხმამაღლა ან გონებაში:

„ეს დოლარი სიუხვის მაგნიტია.
ფული ჩემკენ მოდის მუდმივად,
პატიოსნად და კურთხეულად.
ჩემს საფულეში არასდროს მაკლდება საკვების თანხა და მაქვს სიუხვე“.

აქტივაცია: (სურვილისამებრ) გაატარე დოლარი სანთლის კვამლში.
შეგიძლია კუპიურაზე დარიჩინის ძალიან მცირე რაოდენობა მოაყარო.

შენახვა:

გადაკეცე დოლარი ფრთხილად და მოათავსე საფულეში ცალკე განყოფილებაში.

არ დახარჯო და არ ასესხო“, - წერს თამუნა იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი კადრები თამო ვაშალომიძის ფოტოსესიიდან - „დახვეწილი, გამორჩეული, შეუდარებელი“

🎥 ანა სულაბერიძის მიერ წაკითხულმა ლექსმა „გურია“ მაყურებლის გული მოიგო

„გვჯეროდა, რომ ამფერი „გალოცვის“, ფერხვის და კაი ფეხადის გარეშე წახდებოდა საქმე და არ გათენდებოდა კალანდა“ - რას წერს ზურა შევარდნაძე