ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, ზურა შევარდნაძე, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან.
ამჯერად ზურამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გაავრცელა და კალანდობა გურულად მოგვილოცა:
„40 წლის წინ ბებიასგან და ბაბუასგან კალანდობას მოსმენილი და დამახსოვრებული „გალოცვაა“, უფრო მარტივი და უკეთესი არ ვიცი, უკეთესად არ გამომივა ამიტომ ასე გილოცავთ.
„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით. გასათხოვი გაგვათხუებიე, მოსაყვანს მუაყვანიე, წამსლელი მშვიდად წეიყვანე იმქვეყანას. გვაშორე დარდი, ოხი მიეცი ყველა გაჭივრებულს და უქონელს. გაგვიმსე სახლი ბაღნებით, გული სიკეთით და სიხარულით, ეზო ფრინველით, საყოლით და საკლავით. ბეღელი მარცვლით და ბარაქით. არ მოგვაკლო სტუმარი, მოკეთე და მოყვარე. ყველა ჩვენიანს კაის მსურველს გძელი დღეი მიე. ავს, ეშმაკს და უხილავს დუუფსე თვალი, დააყრუე და დაქციე. ჩვენი გულის სატკივარი აღმა ქარს მიქონდეს, დაღმა წყალს.
წრომანდელი ნაშრომი ტკბილად შეგვაჭამე, მოგვახმარე და შეგვარგე, მომვალ წელს შრომის ძალა და ხალისი მოგვეცი“.
ყველას გვჯეროდა, რომ ამფერი „გალოცვის", ფერხვის და კაი ფეხადის გარეშე წახდებოდა საქმე და არ გათენდებოდა კალანდა“, - წერს ზურა შევარდნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„იდეალური დღეა შერიგებისთვის...“ - 28 დეკემბრის ტაროლოგიური პროგნოზი