Digest Logo

„დამალული ამბები ამოვა ზედაპირზე და ბევრ სტრუქტურებში იქნება ხმაურიანი გადადგომები“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1708761243
ზოდიაქო ზოდიაქო

„უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ბევრი პრობლემის გადაჭრის პერიოდია, შესაძლოა გაიხსნას გრიფით საიდუმლო, ისეთი დამალული ამბები ამოვა ზედაპირზე, რაც არ იცის ბევრმა. ბევრ სტრუქტურებში იქნება ხმაურიანი გადადგომები“, - ამის შესახებ ასტროლოგმა სოფია ბზეკალავა „შენი დილის“ ეთერში ისაუბრა.

ბზეკალავას თქმით, მარტი არის წყენის პატიების და ილუზიების მსხვრევის თვე.

„დღეს, 24 თებერვალს არის სავსემთვარეობა ქალწულის ზოდიაქოში, რაც ბევრისთვის ემოციურად შეფერილი დღეა და სიფრთხილეს გირჩევდით. ძალიან დაბნეულები არიან ტყუპები და ქალწულები, ამიტომ 10 მარტის ჩათვლით გზებზე სიფრთხილე გამოვიჩინოთ. დღეს არის სარკისებრი თარიღი, ანუ დღეს სურვილის ჩაფიქრება კი არ ხდება, არამედ დღეს არის გამოთავისუფლების დღე ყველაფერი იმისა, რაც გიშლით ხელს და გაწუხებთ ცხოვრებაში. დააკვირდით დღეს რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. აპატიეთ, მიუტევეთ.

რაც შეეხება მარტის თვეს, ის მდიდარია კომუნიკაციებით, მარტში კარმული პერიოდია და ვიღაცა გამოფხიზლდება, ვიღაცებს კი „ვადა გაუვა“. ილუზიებისგან გათავისუფლდებიან ადამიანები. ამ თვის მმართველი პლანეტა სატურნია, თხის რქის ზოდიაქოში. უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ბევრი პრობლემის გადაჭრის პერიოდია, შესაძლოა გაიხსნას გრიფით საიდუმლო, ისეთი დამალული ამბები ამოვა ზედაპირზე, რაც არ იცის ბევრმა. ბევრ სტრუქტურებში იქნება ხმაურიანი გადადგომები“,- ამბობს სოფია ბზეკალავა.

მარტში ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს ემოციური გამოწვევები ელის -  ნახეთ, მარტის ასტროლოგიური პროგნოზი👇

ვერძი

ვურჩევდი გადაჭრან კონფლიქტი, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტი საკუთარ თავთან. დადგება მის ცხოვრებაში ცვლილებების დრო, გამოიჩინოთ უნდა კომპრომისი, რასაც ბევრი ვერძი აღფრთოვანებით არ შეხვდება. მისთვის პრინციპია - მინდა და ვაკეთებ. ბევრი რამე იცვლება, ამიტომ მოემზადეთ.

კურო

შეგიძლიათ მოძებნოთ ახალი საქმე, ან შეიძლება მოგიწოთ სამსახურის გარემოებებიდან გამომდინარე შეცვლა. დიდი შანსია, იპოვნოთ საქმე, რომელიც წლების განმავლობაში საყვარელი საქმე აღმოჩნდეს. წარუმატებლობის შიში უნდა გადალახოთ. ბევრი ადამიანი დააფასებს საკუთარი პარტნიორის თანადგომას. ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პერსპექტივების არეალი იშლება, გამოიყნეთ ეს შანსი.

ტყუპები

მიყევით დინებას, გამოიძინეთ. 10 მარტამდე დაისვენეთ. კომუნიკაციაში იგრძნობთ ქაოსურობას, სიტუაციას უნდა დააკვირდეთ სად უნდა ილაპარაკოთ ან იჩხუბოთ. 10 მარტიდან კი იწყება პულსის მატება. იქნება პრინციპი, „მოვიდა იდეა განვახორციელეთ“. ყველა გამოუყვანებელ საქმეს გამოიყვანთ და თამამები გახდებით, რაც ძალიან დაგეხმარებათ საკუთარი თავით კმაყოფილი იყოთ. 

კირჩხიბი

დღევანდელ დღეს კარგად დააკვირდით, რა ინფორაცია მოდის დღეს. ბევრი რამის გაცნობიერების შანსი გაქვთ, მთავარია ილაპარაკოთ და არ შეგეშინდეთ. მაქსიმალური სიმაღლე რომ აწიოთ, აუცილებელია ბალანსის დაცვა. იყავით რეალისტი.

ლომი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. იგი დადგება დილემის წინაშე, სამსახურებრივი პერიპეტიები შეიცვალოს ან სტატუსის ცვლილება იქნება ურთიერთობებში. ასევე, მოუფრთხილდით ბავშვებს, განსაკუთრებით მოზარდებს. ლომს ვურჩევ, შეიძლება დაკავებული იყოთ სამსახურებრივად და თქვენი დახმარება სჭირდებოდეს თქვენს ბავშვებს.

ქალწული

წინა კვირიდან მოყოლებული ან თვითონ შეაჩერა მის ცხოვრებაში რაღაც, ან რაღაცამ შეაშინა და გარემოებებმა შეაჩერა. ჯანმრთელობას მოუფრთხილდით გირჩევდით. თუ საშუალება გაქვთ კარგია დაისვენოთ. 10 მარტიდან კი იწყება ეტაპი, გარემოებები გაგათამამებთ და მოგინდებათ ხმა გააგონოთ სხვა ადამიანებს. შესაძლოა კონფლიქტებიც გამოიკვეთოს. იყავით დიპლომატიური.

სასწორი

თვის პირველ ნაწილში დააკვირდით ასაკით უფროსს ადამიანებს. ძალიან მნიშნელოვანია თვეა, ახალი სამსახურის დაწყებისთვის, ასევე ახალი პირადი ურთიერთობების დაწყებისთვის. კარგად გეცოდინებათ, სად ხართ რა გინდათ და რისთვის. გამყარდება თქვენი ეგო. თქვენი ბევრი ტრავმაც შეიძლება საბოლოოდ ამოივსოს.

მორიელი

მიმდინარე თვის განმავლობაში ისინი ყოველდღიური ცხოვრების გადაწყობით იქნებიან დაკავებული. თვის პირველი ნაწილი კარგია, უფრო დამკვირვებლის პოზიციაში იყოთ ვიდრე აქტიური. კულისებს მიღმა იქნებით ტექნიკური პრობლემების გამართვით დაკავებული. თვის მეორე ნაწილში კარგი და შესანიშნავი პერიოდია დააკომპლექტოთ თქვენი კოლექტივი და შექმნათ ეფექტური გუნდი. სწრაფად წავა ბევრი საქმე.

მშვილდოსანი

პერიოდულად შეიძლება გარკვეულ გაუგებრობებში იყოთ. მშვილდოსანს არ უყვარს პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ აუცილებელი იქნება რუტინული საქმეები ჩახუროთ. თვის მეორე ნაწილში თქვენი მმართველი პლანეტა შედის ალიანსში ურანთან, სადა იწყება დიდი პროექტები და შედეგები იქნება ძალიან მოულოდნელი. იქნება სამსახურებრივი ცვლილებები, რაც შოკში ჩაგაგდებთ.

თხის რქა

მარტის მთავარი მოთამაშეა, მიეცით უფლება თავს გადალახოთ ბუნდოვანი მომავლის შიში. თითქოს არ გაძლევენ გარანტიას, თქვენ რომ რაღაც შეცვალოთ. იგი წარმატებას დიდი სირთულეების შედეგად აღწევს, მათი ხასიათი და გამძლეობა ამით იჭედება. გახსოვდეთ შიში არ არსებობს, პანიკას არ აჰყვეთ და იქონიეთ სითამამე და დაძლიეთ შიშები.

მერწყული

მოგიწევთ კომპრომისები, „მინდა და ვაკეთებ“ პრინციპმა შესაძლოა გარკვეულ კონფლიქტურ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. ამიტომ თუ დიპლომატიურად მიუდგებით საკითხებს, თვის მეორე ნაწილში შეიძლება კუში მოხსნათ. ეს შეიძლება იყოს ახალი პროექტი და იპოვოთ სპონსორი, დაფინანსება, შეიძლება წინ წავიდეს საგანმანათლებლო საკითხი.

თევზები

მნიშვნელოვანი პერიოდია, მოგიწევთ გამოფხიზლება უანესთეზიოდ. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში რასაც მოსმენით, შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს წარმოდგენებს ადამიანებზე, ცხოვრებასა და მოვლენებზე. თვის მეორე ნახევრიდან, როდესაც თქვენი მმართველი პლანეტა ნეპტუნი შეერთდება მზესთან თქვენს გულშიც დათბება, სითამამე მოგემატებათ, რომანტიკული განწყობა გაჩნდება და კომუნიკაციები გამყარდება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ბედნიერი ვარ, რომ შენი სიცილის ხმა ვიცი... ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დანახვაზე შენი პატარა სახე ნათდება“ - ნატალია ყიფშიძე ძმას იუბილეს ულოცავს

⭕ „ხატია არის ამორძალი, რომელიც ყოველთვის ცდილობს ისე დაალაგოს თავისი ცხოვრება, როგორც თავად უნდა... მინდა, რომ ყველაფერი ჩემი კონტროლის ქვეშ იყოს“ - ხატია სიჭინავა ოჯახზე, საქმიანობასა და ურთიერთობებზე

🎥 „მერაბი ანგელოზი გახადეთ, მაგრამ მაგ ბიჭმა „სროკზე“ გამიშვა აშშ-ის ციხეში“ - ავთანდილ ხურციძის სკანდალური განცხადება