Digest Logo

„დასაწყისში გამოვლინდება ენერგიის დაცემით, მუდმივი გადაღლილობით და მუცლისა და გულმკერდის არეში დაძაბულობით“ - რატომ გვჭირდება ჩაკრების ანალიზი

1759670033
მატრიცამატრიცა

საკონსულტაციო სააგენტოს „მატრიცა 888“, რომელსაც ასტროლოგი და ექსტრასენსი მართავს, ფეისბუკ გვერდზე ახალი პოსტი გავრცელდა, სადაც ჩაკრების ანალიზის საჭიროებაზე მნიშვნელოვან განმარტებას ვკითხულობთ. 

გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თუ დროულად არ მოხდება ჩაკრებში ენერგიის ბალანსის აღდგენა, მაგალითად, ემოციების გამოხატვით, სტრესის მართვით, ენერგეტიკული პრაქტიკებით, ბლოკები ფიზიკურ დონეზე გადაიქცევა დაავადებად:

„ჩვენი სხეული ემოციების პირდაპირი ანარეკლია. როცა უარყოფილ, ჩახშობილ ან მოუშუშებელ ემოციებს წლების განმავლობაში ვაგროვებთ, ისინი ენერგეტიკულ ბლოკებად იქცევიან ჩაკრებში.

მაგალითად, ადამიანმა, რომელიც წლების განმავლობაში იტვირთავდა პასუხისმგებლობას, იკავებდა შიშს, ბრაზს ან დარდს, დიდი ალბათობით, ძლიერ დააზიანებდა მანიპურასა და ანაჰატას ენერგეტიკულ ცენტრებს (მუცლისა და გულის ჩაკრები).

დასაწყისში ეს გამოვლინდება ენერგიის დაცემით, მუდმივი გადაღლილობით და მუცლისა და გულმკერდის არეში დაძაბულობით.

წლების შემდეგ ეს მოუგვარებელი ემოციები გადაიქცევა კუჭის პრობლემებში და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებში. ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ყველა გამოუხატავი, დაუხარისხებელი და დაუმუშავებელი ენერგია, ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოს აზიანებს ან უარეს შემთხვევაში, იწვევს სიმსივნესა და სხვა მძიმე დაავადებებს.

ჩაკრების ანალიზი გვაჩვენებს ზუსტად სად შეიძლება დაგიგროვდეთ შინაგანი წნევა. მაგალითად, დაბალი ქულა ანაჰატაში მიუთითებს ემოციური ტკივილის დაგროვებაზე, ხოლო დაბალი ქულა მანიპურაში – საკუთარ თავში ჩახშულ ბრაზზე და შიშზე.

თუ დროულად არ მოხდება ჩაკრებში ენერგიის ბალანსის აღდგენა, მაგალითად, ემოციების გამოხატვით, სტრესის მართვით, ენერგეტიკული პრაქტიკებით, ბლოკები ფიზიკურ დონეზე გადაიქცევა დაავადებად.

სწორად წაკითხული ჩაკრების ანალიზი გვაძლევს შანსს, რომ ჯერ კიდევ ენერგეტიკულ დონეზე დავინახოთ პრობლემის საწყისი და დავიწყოთ მისი ამუშავება იქამდე, სანამ ფიზიკურ სხეულში გამოვლინდება.

როცა ემოციებს მართავ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავ!“, -  წერია გავრცელებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სანდრო ჯიბლაძე შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებს მიმართავს - „თუ გინდა ყოველდღე განგრძობითი, ძალდაუტანებელი ბედნიერება იგრძნო, მაშინ იზრუნე ახლავე“

„შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანში ნევროზულობამ, შფოთვამ იმატოს, ზოგს კი იდუმალებისაკენ, დაფარულისკენ გაუჩნდეს ლტოლვა“ - ხათუნა ნოელი მერკურის მორიელში გადასვლაზე

„ვედური ნუმეროლოგია გეხმარება განსაზღვრო, განავითარო, მატერიალური კეთილდღეობა“ - როგორ გამოვთვალოთ ფულის არხის რიცხვი