
წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც შფოთვითი აშლილობის მქონე პაციენტებს მიმართავს:
„თუ შფოთვითი აშლილობა გაქვს, ან დეპრესია, მაშინ ეს ვიდეო შენთვისაა!
თითქმის ყოველ მეორეს აღენიშნება შფოთვა, ხალხი არის მუდმივ წვალებაში, მუდმივი წამლები, ფსიქოთერაპიები, ტექნიკები, სუნთქვები, რომლის წინააღმდეგიც არ ვარ.
მაქვს არგუმენტირებული და მძლავრი რჩევა, რამაც შესაძლოა მარტივად მოგიხსნათ შფოთვა. თავად ვებრძოდი ამას წლები. ობიექტურად დაგანახვებთ როგორ მოაგვაროთ ეს პრობლემა.
გულით გირჩევ, რადგან მინდა დაგეხმარო.
რაზე დავდებდი თავს, რომ უტყუარად გიშველიდა? წამალი? არა. თერაპიები? არც ეგ. ეს ყველაფერი დროებით ამსუბუქებს შფოთვებს, მაგრამ თუ გინდა ყოველდღე განგრძობითი, ძალდაუტანებელი ბედნიერება იგრძნო, მაშინ იზრუნე ახლავე ორ რამეზე:
აღარ ჭამო ის, რაც შფოთვას იწვევს და მეორე, ჭამო ის, რაც შენს შფოთვებს საერთოდ აქრობს.
ყველაფერი გენიალური მარტივია“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: