Digest Logo

„შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანში ნევროზულობამ, შფოთვამ იმატოს, ზოგს კი იდუმალებისაკენ, დაფარულისკენ გაუჩნდეს ლტოლვა“ - ხათუნა ნოელი მერკურის მორიელში გადასვლაზე

1759667139
ხათუნა ნოელი

6 ოქტომბერს, 20:41 საათზე, მერკური მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს – ეს ასტროლოგიური მოვლენა ინტენსიური აზროვნებისა და სიღრმისეული დაკვირვების დროის დასაწყისად ითვლება. მორიელის ენერგია მერკურის კომუნიკაციურ ძალას მახვილს, გამჭოლი თვალსაზრისს და დაფარულის გამოკვლევის უნარს სძენს. ამ პერიოდში საუბრები უფრო გულწრფელი და ემოციურად დატვირთული ხდება, ჭეშმარიტების ძიება კი – პრიორიტეტი.

აღნიშნულ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი წერს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

„ხვალ, 6 ოქტომბერს, 20:41 სთ-ზე მერკური მორიელის ზოდიაქოში გადადის. ის ამ ნიშანში 3 კვირის განმავლობაში, 29 ოქტომბრის ჩათვლით იმოძრავებს.

ხვალიდან მოყოლებული ჩვენც უკვე მერკურის გავლენას უკვე მორიელის ნიშნის ჭრილში ვიგრძნობთ. მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ჩვენი ცხოვრების რა სფეროებს ეხება მერკური.

ეს გახლავთ: კომუნიკაცია, მოლაპარაკებები, ინფორმაციის მიღება- გაცვლა. დოკუმენტები, წერილები, ამანათები.

ახალი ცოდნის ათვისება, სწავლის დაწყება, კურსები, სემინარები, ტრენინგები, ვებინარები, კონფერენციები.

· მოძრავი ქონება
· სატრანსპორტო საშუალებები, გზა, მგზავრობა.
· ვაჭრობა.

ამ პერიოდში შესაძლოა ზოგიერთ ჩვენგანში ნევროზულობამ და შფოთვამ იმატოს, ზოგს კი იდუმალებისაკენ, დაფარულისაკენ გაუჩნდეს ლტოლვა.

უნდა ითქვას რომ მერკურის მორიელის ნიშანში მოგზაურობის დროს ადამიანები საკმაოდ ეჭვიანები ხდებიან, თუ მტკიცე არგუმენტებიც არ არსებობს. უბრალოდ სიტყვაზე აღარავინ არავის ენდობა, ამ ნიშანში მერკური სურვილს გვიჩენს ხოლმე ბოლომდე ჩავყვეთ ნებისმიერ სიტუაციას და გავარკვიოთ, შექმნილი სიტუაციის თუ პრობლემების ჭეშმარიტი მიზეზები, თუნდაც ამისათვის მორევის ფსკერზე მოუწიოთ დაყვინთვა. და ალბათ უნდა ესეც აღინიშნოს რომ ამას ზოგჯერ არცთუ ისე კარგი შედეგები მოჰყვება ხოლმე, ამიტომ ვიდრე რაღაცის ქექვას დაიწყებდეთ, კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა წყლის ამღვრევა... მით უმეტეს რომ ეს მერკური საკმაოდ ენამწარეებს და სარკასტულებსაც გაგვხდის...

სამაგიეროდ ეს ძალიან კარგი პერიოდია საიდუმლო ცოდნის მოსაპოვებლად, ეზოტერიული პრაქტიკებისათვის და აგრეთვე დაკარგული ნივთების საძებნელად ...

ჰო, კიდევ, ვფიქრობ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, მასმედიის საშუალებებით (და არამხოლოდ მასმედიის) ბევრი ფარული ამბების გახმიანებასაც უნდა ველოდოთ. შესაძლოა ისეთი ამბებიც გამომჟღავნდეს, რაც ამ უკანასკნელი მოვლენების უკან რა იდგა, იმასაც ახდის ფარდას... სამწუხაროდ არაა გამორიცხული სხვადასხვა ექსცესებიც. მსათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ. განსაკუთრებით საფრთხილო და რთული დღეებია 7-8 ( მერკურისა და პლუტონის კვადრატის პიკის გამო) და ნოემბრის მეორე ნახევარი, როდესაც მერკური ლილიტთან და მარსთან ერთდროულად იქნება შეერთებული.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით გეხებათ მათ, მზით მორიელებს და ვისაც მერკური მორიელში გყავთ , დაკვირვება სჯობს გამოიჩინონ საუბრებში და ურთიერთობებში მზით და მერკურით მერწყულებმა, კუროებმა და ლომებმა. ხელსაყრელი დროა წყლის ნიშნებისათვის, ასევე თხისრქებისა და ქალწული მერკურიანელებისთვის.

დანარჩენებისთვის ნეიტრალური პერიოდი იქნება“, - წერს ხათუნა ნოელი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ვედური ნუმეროლოგია გეხმარება განსაზღვრო, განავითარო, მატერიალური კეთილდღეობა“ - როგორ გამოვთვალოთ ფულის არხის რიცხვი

5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნება

🎥 „სამყარო ცნობილია ერთი კანონზომიერებით, რასაც ბალანსი ეწოდება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება...“ - რას ამბობს უჩა სიხარულიძე კარმულ კვანძებზე