Digest Logo

„დაწერეთ თქვენი ყველაზე ამბიციური მიზანი ფურცელზე, ჩადეთ წითელ კონვერტში და დამალეთ სახლის სამხრეთ ნაწილში“ - რამდენიმე ოქროს წესი, რათა ცხენმა იღბალი მოგიტანოთ

1771307110
ცეცხლოვანი ცხენი

დღეს, 17 თებერვალს აღმოსავლური კალენდრით ცეცხლოვანი ცხენის წელი დადგა.

როგორ შევხვდეთ 2026 წლის ჩინურ ახალ წელს? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში Astrologia.ge წერს და რჩევებს გვიზიარებს.

ცეცხლოვანი ცხენის ნახტომი: როგორ შევხვდეთ 2026 წლის ჩინურ ახალ წელს? 

17 თებერვალს მსოფლიოს დიდი ნაწილი წლის ყველაზე ენერგიულ დღესასწაულს აღნიშნავს! ჩინური ახალი წელი დგება და ასპარეზზე წითელი ცხენი გამოდის. ეს არის წელი, რომელიც არ მოგვცემს მოდუნების საშუალებას – ის მოიტანს სისწრაფეს, ცვლილებებს და დიდ ვნებებს.

გსურთ, რომ ცხენმა იღბალი მოგიტანოთ? აი, რამდენიმე ოქროს წესი:

როგორ მოვემზადოთ?

ფერთა გამა: რა თქმა უნდა, დომინირებს წითელი. ეს ფერი ჩინურ კულტურაში ბოროტ სულებს აფრთხობს და იღბალს იზიდავს. ასევე კარგი იქნება ოქროსფერი და ნარინჯისფერი აქცენტები – ცეცხლის სტიქიის გასაძლიერებლად.

მოძრაობა: ცხენს სძულს სტატიკა. ამ ახალ წელს ნუ გაატარებთ მხოლოდ სუფრასთან. მუსიკა, ცეკვა და აქტიური გართობა საუკეთესო გზაა ამ წლის ენერგიის მოსაზიდად.

რა იდოს სუფრაზე?

გრძელი ატრია: (Noodles) – სიცოცხლის ხანგრძლივობის სიმბოლო.
ციტრუსი: ფორთოხალი და მანდარინი სიმდიდრისა და ოქროს სიმბოლოა.
თევზი: აუცილებელია მთლიანი თევზის მომზადება, რაც ოჯახში ბარაქის შესვლას ნიშნავს.

რიტუალი იღბლისთვის:

დაწერეთ თქვენი ყველაზე ამბიციური მიზანი ფურცელზე, ჩადეთ წითელ კონვერტში და დამალეთ სახლის სამხრეთ ნაწილში (ეს ცეცხლის მხარეა). ცხენი დაგეხმარებათ, რომ ამ მიზნისკენ „გაჭენდეთ“.

გახსოვდეთ: ცხენი აფასებს შრომისმოყვარეობას და სიმამაცეს. ნუ შეგეშინდებათ რისკის – ეს თქვენი წელია!
ბედნიერ და ბარაქიან ცხენის წელს გისურვებთ !
დაე, ძალა იყოს ჩვენთან“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს“ - 17 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ისტორიაში პირველად - ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ზამთრის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით