Digest Logo

„დაწყვილება მისი მთავარი მიზანია...“ - როგორია სასწორის ჭეშმარიტი მისია, ფარული ძალა და რომანტიკული ბუნება

1790361420
მზე სასწორის ზოდიაქოში

მზის სასწორის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლასთან ერთად, ასტროლოგიურ სივრცეში ჰარმონიის, შინაგანი ბალანსისა და ურთიერთობების მოწესრიგების ახალი ეტაპი იწყება.

ვენერას მფარველობის ქვეშ მყოფი ეს პერიოდი თითოეულ ადამიანს უბიძგებს, უარი თქვას იმპულსურობასა და ქაოსზე, იპოვოს სულიერი წონასწორობა და ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოს პირადი თუ საქმიანი კავშირები.

აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი ანა მზიანი გვიზიარებს:

„მზე სასწორშია ☀ ♎️ ❤ ჩემი ყველაზე საყვარელი ზოდიაქოს ნიშნის დროა. ნურავის გეწყინებათ, ობიექტური ვერ ვიქნები.

💕 ყველაზე ლამაზ დროს, მაშინ როცა სამყაროში შემოდგომის ბუნიობა დგება, მზე სასწორის ზოდიაქოში გადადის. სასწორი ქალწულსა და მორიელს შორსაა მოქცეული. ადრე სადღაც ძველ ასტროლოგიურ წიგნში ამოვიკითხე, რომ თავდაპირველად სასწორი არ არსებობდა და შეიქმნა იმისთვის, რომ სამყაროში ყოფილიყო ჰარმონია, წონსაწორობა.

💕 მზე სასწორში დაცემულია, ამიტომ, ურჩევნია, თავად დაზარალდეს, ოღონდ სხვასთან ან სამყაროში შეინარჩუნოს ჰარმონია, სიკეთე.

💕 სასწორთან ურთიერთობისას ხვდებით, რომ უკეთესი ხდებით, სასწორი მიგახვედრებთ, რომ უკეთესობისკენ, სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფვოდეთ.

💕 სასწორი ერთადერთი უსულო საგანია მთელ ზოდიაქოს წრეში და მისი მისიაა თანაწორობის, სამართლიანობის დაცვა. ყველა სასწორი არის დიპლომატიური, ჰარმონიული, რაციონალური და მომხიბვლელი. იციან საზოგადოებაში მოქცევა, იცავენ ეტიკეტს. სასწორები ბავშვობიდან არიან დახვეწილები, გემოვნებიანები და უკონფლიქტოები. საოცრად დიპლომატიურები იოლად ირგებენ მომგვარებლის, მომრიგებლის როლს და კონფლიქტიც კი შეუძლიათ ჰარმონიულად დაასრულონ, გააზრებული, მშვიდი და წყნარი საუბრის წყალობით.

💕 სასწორი პარტნიორულ სფეროს განაგებს, დაწყვილება მისი მთავარი მიზანია, ის ბედნიერია, მაშინ, როცა გვერდით ღირსეული მეწყვილე ჰყავს. მის გვერდით, ფეთხუმი და ხეპრე ადამიანის ადგილი არაა.

💕 სასწორს სურს, საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწროს კულტურულ ღონისძიებებს, განვითარდეს, გაუზიაროს მას თავისი აზრები და მოსაზრებები და პარტნიორიც უნდა შეესაბამებოდეს მის კულტურულ-ინტელექტუალურ დონეს. ან სულაც ერთად შექმნან რამე.

💕 საზოგადოებაში მუდამ დახვეწილი ჩნდება, აჯაჯულს ვერასდროს ნახავთ. არასდროს იქნება ვულგარული და გამომწვევი. სახლშიც კი მოლამაზებულია და რასაც აკეთებს, ყველაფერს ლაზათიანად, მარტო თავისთვისაც კი რომ იმზადებს ვახშამს, სუფრსაც დახვეწილად გაშლის და კერძსაც ისე ლამაზად გააფორმებს, ფრანგულ რესტრონებში შეშურდებათ.

💕 სასწორებს გადაწყვეტილების მიუღებლობაში, ორჭოფობაში ადანაშაულებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ სასწორი დიდხანს ფიქრობს, სურს ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რაც არც სხვებს დააზარალებს და თავად მასაც სიკეთეს მოუტანს. თუმცა, სასწორი კარდინალური ნიშანია, უძლიერესი სატურნი ჰყავს და თუ მის ცხოვრებაში ისე მოხდა, რომ ქალის და კაცის თვისებები უნდა შეითავსოს, მასზე ძლიერს, მასზე გაბედულს ვერავის ნახავთ, ეს, ერთი შეხედვით, სიფრიფანა, მოღიმარი და პეპელა სასწორი, ჰალკივით ძლიერი ხდება და ისე დიპლომატიურად და ჰარმონიულად მიგაკაჩავებთ, დიდი ხნით დარჩებით გაოცებული. სასწორი ვერ იტანს უსამართლობას და ყველთვის იბრძვის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ.

💕 სასწორს უყვარს რომანტიკულობა, სიყვარულის შეგრძნება აბედნიერებს, მისი მმართველი ხომ ვენერაა, სიყვარულის, სილამაზის, ფულისა და ჰარმონიის პლანეტა. საყვარელ ადამიანს ანებივრებს რომანტიკული სიურპრიზებით, საჩუქრებით, საღამოებით. ამასთან, ინტელექტუალურად განვითარებულს უყვარს სხვადასხვა თემაზე საუბარი, მსჯელობა, ჰარმონიის ძიება. საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობა ანგრევს, ფსიქოლოგიურად იშლება და დიდი დრო სჭირდება სულიერი ჰარმონიის დასაბრუნებლად.

💕 სასწორს სჭირდება პარტნიორი, რომელიც მისი საყრდენი იქნება, ვინც არ შეუშლის ხელს წინსვლაში, განვითარებში, ვინც იამაყებს მისით. ხანდახან დაწყვილებულმა სასწორმა შეიძლება თავს მისცეს ფლირტის ან რომანის უფლება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორისგან ვერ იღებს სათანადო მხარდაჭერას და სურს, თავი სასურველად იგრძნოს.

💕 სასწორი ამოცნობა იოლია, დახვეწილ მანერებსა და ჩაცმულობაზე უკვე გითხარით, ამასთან, სასწორი მუდამ იღიმის, კეთილგანწყობილია. საყვარლად ეჩხვლიტება ლოყები (ეს ასცენდენტით სასწორსაც ახასიათებთ) ან აქვს ჩაჩხვლეტილი ნიკაპი.

💕 ხშირად არაპროფესიონალიც კი კარგად ერკვევა ხელოვნებაში, ირჩევს კლიენტებთან მუშაობას, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა მისთვის მნიშვნელოვანია. სასწორი საუკეთესო ჟურნალისტი, ფსიქოლოგი, დიზაინერი, დეკორატორი, იურისტია. უყვარს სილამაზე და ხშირად თავად ქმნის ლამაზ ნივთებს, აი, ფიზიკური შრომა კი არ გამოსდის. მაინცდამაინც არც ვარჯიში უყვარს, თუმცა, ცეკვა მოხდენილად გამოსდის.

💕 სასწორს უნდა ჰქონდეს ბევრი ფული, საკუთარი თავი რომ გაინებივროს ლამაზი ნივთებით, აქსესუარებით, გამაჯანსაღებელი პროცედურებით და ტკბილეულით. გააბედნიეროს საყვარელი ადამიანები და შვილები საჩუქრებით, მოაწყოს სახლში ბოჰემური წვეულება.

💕 დახვეწილი, ჰარმონიული და დიპლომატიური სასწორები ამქვეყნად იმიტომ დაიბადნენ, რომ გარშემო მყოფებს დაანახვონ, როგორი ლამაზი შეიძლება იყოს სამყარო“, - წერს ანა მზიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ხელოვნება სეულში ნამდვილად სხვა დონეა...“ - რა კადრებს აქვეყნებს ლიკა კვარაცხელია

⭕ ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

⭕ ავოკადოს სამკურნალო თვისებები - „დიდი ულუფა ზოგიერთ ადამიანს კუჭის დისკომფორტს ან სიმძიმეს აძლევს“

✕