
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა, თუმცა ამ დღის ენერგია დაძაბული იქნება. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა“, - 14 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ეზოტერიკოსმა ცალკეული ნიშნებისთვის რეკომენდაციები გაგვიზიარა:
ვერძი
დღევანდელი დღე მოულოდნელი შესაძლებლობებით და აქტივობით დაგეწყებათ. შესაძლოა, გაიცნოთ ახალი ადამიანი. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინოთ - არ დაკარგოთ რეალობის შეგრძნება.
კურო
ფოკუსი გადადის კარიერულ საკითხებზე. ეცადეთ, დაიცვათ საკუთარი პოზიციები და სწორად გაანაწილოთ დრო.
ტყუპები
საინტერესო დროა. შეგიძლიათ, დაგეგმოთ მოგზაურობა. ნებისმიერი ცვლილება თქვენთვის წარმატების მომტანი იქნება.
კირჩხიბი
შესაძლოა, ემოციური დღე იყოს. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ აკონტროლოთ ყველაფერი.
ლომი
დღის მთავარი თემა ურთიერთობაა, კარგი იქნება, გადააფასოთ ადამიანებთან ურთიერთობა და ის, რაც დასასრულებელია დაასრულოთ.
ქალწული
შეიძლება ეს დღე დამღლელი იყოს, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. კარგი იქნება ამ დღის წინასწარ დაგეგმვა.
სასწორი
სასიამოვნო და ჰარმონიული დღეა, არ დაგეგმოთ ეს დღე - უბრალოდ მიიღეთ ამ დღისგან სიამოვნება, გაატარეთ ეს დღე ოჯახთან ერთად.
მორიელი
დღევანდელი დღე არც ისეთი სტაბილური იქნება, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან შეიძლება, ოჯახის წევრებთან წარმოიშვას უთანხმოება. კარგი იქნება სიურპრიზი გაუკეთოთ ოჯახის წევრებს, ეს დაგეხმარებათ ურთიერთობის გამოსწორებაში.
მშვილდოსანი
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ, ეს დღე დაუთმოთ ახალი ნაბიჯის გადადგმას, შესაძლოა, თქვენ გახდეთ ვიღაცისთვის შთაგონების წყარო.
თხის რქა
დატვირთული დღე გელოდებათ, შესაძლოა, ბევრი ახალი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. ეცადეთ, სწორად დაგეგმოთ ეს დღე. ინფორმაცია რომელიც თქვენამდე მოვა, გადაამოწმეთ.
მერწყული
დატვირთული დღეა და თუ გაქვთ საშუალება გადადოთ ეს საქმეები კარგი იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ ახერხებთ დღის პირველი ნახევარი უმჯობესია, გამოიყენოთ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
თევზები
შესაძლოა, იგრძნოთ ემოციური გადაღლა და გქონდეთ სურვილი, განმარტოვდეთ და არავისთან გქონდეთ კონტაქტი თუ ამის შესაძლებლობა არის. განმარტოვდით საკუთარ თავთან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გვიხარია შენი დაბრუნება“ - გიორგი ჯობავა საქართველოშია, რა კადრებს აქვეყნებს სალი წვერავა?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„ისაუბრეთ მხოლოდ სანდო ადამიანებთან...“ - 14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი