Digest Logo

„დაუჯერებელი შემობრუნება“ - რას გვიმზადებს რეტროგრადული ურანი ტყუპებში: პერიოდი 2027 წლის 10 თებერვლამდე გასტანს

1789026806
ურანი რეტროგრადული

2026 წლის 10 სექტემბერს იწყება ასტროლოგიურად მნიშვნელოვანი პერიოდი - რეტროგრადული ურანის ფაზა, რომელიც 2027 წლის 8 თებერვლამდე გასტანს.

ასტროლოგიაში ურანი მოულოდნელობების, ექსცენტრიკულობის, რევოლუციური ცვლილებებისა და თავისუფლებისაკენ სწრაფვის პლანეტად ითვლება. ის ამსხვრევს ჩარჩოებს, გვაიძულებს გადავაფასოთ ღირებულებები და გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. რეტროგრადულ ფაზაში ურანის ენერგია კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება - მოვლენები სწრაფად განვითარდება და თითოეულ ჩვენგანს ცვლილებებთან ადაპტაცია დასჭირდება.

რჩევა: ამ პერიოდის პროგნოზი ასცენდენტის, აღმავალი ნიშნის მიხედვით წაიკითხეთ:

ვერძი

ახალი ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის ათვისების დროა. თუ ჯერ არ იყენებთ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებს საქმიანი თუ პირადი კონტაქტებისთვის, ახლა საუკეთესო მომენტია. შესანიშნავი პერიოდია საკუთარი სასწავლო სისტემისა თუ პროექტების დასაგეგმად. ფინანსები და შესაძლებლობები სწორედ ადამიანებთან ურთიერთობით მოვა - მოუსმინეთ გარშემომყოფებს, რადგან მათგან მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.

კურო

მოგიწევთ თვითგამოხატვის ახალი გზების ძიება და ჩარჩოებიდან გამოსვლა. თუ ბოლო წლებში აქტიურად მუშაობდით საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენაზე, ახლა შედეგების მკის დრო დგება. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ თავისუფლებას, ინოვაციებს, კრიპტოვალუტებსა და დისტანციურ მუშაობას. თქვენმა ჰობიმ შესაძლოა რეალური შემოსავალი მოგიტანოთ.

 

ტყუპები

ურანი თქვენს ნიშანშია, რაც გაიძულებთ, ორიგინალურობა გამოავლინოთ ცხოვრების ყველა სფეროში - გარეგნობითა და პირადი ურთიერთობებით დაწყებული, კარიერით დამთავრებული. რეტროგრადული ფაზა გაძლევთ შანსს, შეასწოროთ დახაზული გეგმები. ნუ შეგაშინებთ, თუ რამე დაინგრევა - ურანი მხოლოდ იმას გაანადგურებს, რაც მომავალში აღარ გჭირდებათ, რათა ახლის აშენებას ჩაუყაროთ საფუძველი.

კირჩხიბი

შინაგანი თავისუფლებისა და სულიერი ტრანსფორმაციის პერიოდია. გათავისუფლდით ძველი შეზღუდვებისგან, დაკავდით იოგით, სულიერი პრაქტიკებითა და შემოქმედებით. რაც უფრო ღია და მიმღებელი იქნება თქვენი შინაგანი სამყარო, მით უფრო მარტივად გადახვალთ ცხოვრების ახალ, ჰარმონიულ ეტაპზე.

ლომი

თქვენთვის ახალი პერსპექტივები და იმედები იხსნება. ურანი დაგეხმარებათ მომავლის ფორმირებაში. მოსალოდნელია სამეგობრო წრის გაფართოება და ახალი თანამოაზრეების გამოჩენა. ხელსაყრელი დროა გუნდური მუშაობისთვის, ინტერნეტპროექტებისა და თავისუფალი გრაფიკით საქმიანობისთვის.

ქალწული

კარიერული გარღვევისა და ბიზნესში წარმატების მიღწევის შანსი გეძლევათ. გათავისუფლდით მოძველებული გეგმებისა და აზროვნებისგან. შესაძლოა სრულიად შეცვალოთ საქმიანობის სფერო ან მკვეთრი ნახტომი გააკეთოთ კარიერაში. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები და დაისახეთ გრძელვადიანი მიზნები.

სასწორი

ურანის გავლენამ შესაძლოა ჩვეული წონასწორობიდან გამოგიყვანოთ, თუმცა ეს აუცილებელია ძველი დოგმებისგან გასათავისუფლებლად. ნუ შეგეშინდებათ სპონტანურობის - უცნაურმა იდეებმაც კი შესაძლოა ახალ წარმატებულ გზაზე დაგაყენოთ. იმოგზაურეთ, მიიღეთ ახალი განათლება და გააფართოვეთ თვალსაწიერი.

მორიელი

ღრმა შინაგანი ტრანსფორმაციისა და „ფენიქსივით აღდგომის“ პერიოდია. ნუ შეგაშინებთ ჩვეული ჰარმონიის დარღვევა, რადგან საბოლოოდ გაცილებით კომფორტულ რეალობაში აღმოჩნდებით. გადახედეთ ფინანსურ ნაკადებს, პარტნიორულ ურთიერთობებსა და ბანკებთან/ინვესტიციებთან კავშირებს.

მშვილდოსანი

მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით პარტნიორულ ურთიერთობებსა და საქმიან კავშირებში. დროა უარი თქვათ მანიპულაციებსა და „მსხვერპლი-ტირანი-გადამჩენი“-ს სცენარებზე. ურთიერთპატივისცემა, თანასწორობა და პასუხისმგებლობის გაზიარება დაგეხმარებათ, ახალ საფეხურზე აიყვანოთ როგორც პირადი, ისე საქმიანი ცხოვრება.

თხის რქა

რუტინა და ჩვეული გრაფიკი წარსულს ჩაბარდება. მოგიწევთ ცხოვრების წესის გარდაქმნა - იზრუნეთ სხეულსა და ჯანმრთელობაზე თანამედროვე მეთოდებით. თუ ხელმძღვანელი ხართ, შეცვალეთ მართვის სტილი თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისკენ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ დღის რეჟიმში და დაამსხვრიეთ ქცევის ძველი სტანდარტები.

მერწყული

თქვენი მმართველი პლანეტა გიბიძგებთ, რომ მაქსიმალურად გამოავლინოთ შემოქმედებითი ნიჭი და გათავისუფლდეთ ჩარჩოებისგან. უარი თქვით მკაცრ დაგეგმვაზე და ენდეთ სპონტანურობას. იპოვეთ თანამოაზრეები, გათავისუფლდით ზედმეტი კონტროლისგან და გაიხსენით ახალი რომანტიკული თავგადასავლებისა თუ გრძნობებისთვის.

თევზები

ყურადღება უნდა მიაქციოთ საგვარეულო კავშირებს, ოჯახს და ფესვებს. პერიოდი ძალიან ხელსაყრელია მოგზაურობისთვის, საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა თუ სახლის გაუმჯობესებისთვის. გამოიყენეთ „ჭკვიანი სახლის“ სისტემები და ეკო-ტექნოლოგიები, რაც თქვენს ყოველდღიურობას მეტ კომფორტსა და შინაგან თავისუფლებას შესძენს.