
14 მარტს დაწყებული დაბნელების დერეფანი 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება.
დაბნელება იქნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და მის გავლენას ფაქტობრივად, ყველა იგრძნობს. ეს არ არის მხოლოდ ასტრონომიული ფენომენი - ეს არის კარმული მომენტი, რომელზედაც დამოკიდებულია, თუ როგორ ვიცხოვრებთ მომდევნო თვეების განმავლობაში. როგორ მოვემზადოთ ამ მოვლენისთვის და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ცხოვრება წარმატებული და ჰარმონიული იყოს ამ პერიოდში - აღნიშნულ თემაზე ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე სოციალურ ქსელში საუბრობს და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს:
„ეს არის კონფლიქტური პერიოდი, თუმცა სიმართლე მჟღავნდება. დაბნელებების პერიოდი ზოგისთვის ფატალური და საბედისწეროა. მზის დაბნელება გვაქვს 29 მარტს ვერძის ზოდიაქოში, რაც დაასრულებს დაბნელებების დერეფანს.
ჩვენი ორგანიზმი ამ დაბნელებებზე რეაგირებს და ბევრს აქვს შფოთვები, დეპრესიული ფონი, შიშები და ა.შ.
ვერძი არის ყველაზე დინამიკური, მიზანდასახული ნიშანი, შესაბამისად კარგი დღე იქნება ნახევარი წლის გეგმების ჩამოსაწერად, რა მიზნები გაქვთ, დაჯექით და გაიარეთ ეს საკითხი თქვენს თავთან. ამ დაბნელებას განსაკუთრებით იგრძნობენ: ვერძი, სასწორი, თხის რქა, კირჩხიბი.
ვერძებს მოვუწოდებ, მეტად შეიკავონ თავი კონფლიქტისგან 29 მარტს.
პირველი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვიფიქროთ ჩვენს გეგმებზე. რა თქმა უნდა 29 მარტს არ ვარგა ახალი წამოწყებები, მხოლოდ საკუთარ თავში ჩამოყალიბდით და დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა - ვინ ვარ? რა მიზნები მაქვს მე? თუ ამას გააკეთებთ მომდევნო 6 თვის განმავლობაში გექნებათ რეალიზების საშუალება.
რა არ შეიძლება ამ დღეს?
კონფლიქტები, სერიოზული შენაძენები, წამოწყებები, კონტრაქტზე ხელის მოწერა, მგზავრობა, ოპერაციები.
აპრილი რომ დადგება ამოვისუნთქავთ და სხვა ენერგიები წამოვა“, - ამბობს მარიამ შუკაკიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინო ჩხეიძე შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს - „ძალიან ჰგავხართ ერთმანეთს“
⭕„გამორჩეული, შეუდარებელი...“ - ანუკი არეშიძე გამომწერებს ახალ ფოტოს უზიარებს