21 ივნისამდე მზე ტყუპების ზოდიაქოშია, ამიტომ ამ პერიოდში შინაგანი მერყეობა, სულსწრაფობა, ჩვეულებრივი ამბავი იქნება. 21-ის შემდეგ მზე გადავა კირჩხიბში და ეს რიცხვი არის განსაკუთრებული, საკრალურია, რადგან მზე აღწევს ზენიტს და პორტალი იხსნება. ამის შემდეგ იწყება ძალიან ემოციური, მგრძნობიარე, პერიოდი.
21 ივნისის შემდეგ მნიშვნელოვანი გახდება ოჯახი, სამშობლო, ტრადიციული ელემენტები წამოვა წინ, გაიზრდება ინტუიცია.
დავიმახსოვროთ 2 მნიშვნელოვანი პერიოდი:
4 რიცხვიდან 10 ივნისამდე და 17-იდან 24 ივნისამდე. ეს ორი მონაკვეთი არის ყველაზე კარგი, გექნებათ საშუალება დაიწყოთ ახალი საქმე, პროექტი, ხელშეკრულებების დადება. გამართლების და წარმატების ალბათობა იქნება მაღალი.
ვენერა ჯერ იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში, რის გამოც სიყვარულის ელემენტები არის მგრძნობიარე, რომანტიკული, თბილი, მაგრამ 13 რიცხვის შემდეგ ეს უფრო პომპეზური გახდება, როგორც კი ის ლომში გადავა. გალანტურობა მოიმატებს სასიყვარულო ურთიერთობებში.
მთლიანობაში ივნისი სიყვარულისთვის კარგი პერიოდია.
მარსი მთელი თვე კუროში იქნება, რის გამოც მოქმედება იქნება პრინციპით: 7-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.
გვაქვს 2 მნიშვნელოვანი თარიღი: 15 და 30 ივნისი.
15-ში ახალმთვარეობა, 30-ში სავსემთვარეობა. იქნება მაცდუნებელი ენერგიები, ცდუნებები.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს:
ვერძი - მრავალფეროვანი კონტაქტების დროა, არ დაკარგოთ! კარგი ურთიერთობები დაამყარეთ მეზობლებთან, მეგობრებთან, ახლობლებთან. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი დროა, ასევე სწავლისთის, გამოცდებისთვის.
კურო - ფულის შესაძლებლობა გაქვთ! ადრეული საქმეებიდან მიიღებთ მატერიალურ დივიდენდებს, ასევე შეიძლება აღმოჩნდეთ პრემიების, ბონუსების წინაშე. გადაღლით არ გადაიღალოთ. კაპიტალ დაბანდებები, ინვესტიციები შეგიძლიათ ივნისში.
ტყუპები - თქვენი დროა, ახლა მზე თქვენს ნიშანს გადის. ყველაფერი ჰკითხეთ, იციან, ყველაფერი გამოსდით. შეაწუხეთ ხალხი, იმოძრავეთ, მოხვდებით ყურადღების ცენტრში. იმოგზაურეთ, ჩამოაყალიბეთ ერთობლივი თანამშრომლობა.
კირჩხიბი - პატარა საყურადღებო მომენტი გაქვთ. ივნისის 1-2 კვირა გექნებათ დაბადების წინა პერიოდი, რის გამოც იმუნიტეტი იქნება დაბალი და ცუდად იგრძნობთ თავს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ყველა წელს. ემოციური გაღიზიანება მატულობს და იღბალი დაბალია, ნუ ჩაერთვებით საქმეში და არავითარი კონფლიქტები!
ლომი - თქვენი ენერგოტონუსი მატულობს, კარგი ორგანიზატორული მონაცემები გექნებათ, კარგი პერიოდია რეფორმებისთვის, ახალი პროექტებისთვის, ახალი მეთოდების დანერგვისთვის, იმიჯის შეცვლისთვის, ექსპერიმენტებისთვის.
ქალწული - პროფესიონალური წინსვლისთვის საინტერესო პერიოდია, საჭიროა სტაბილიზაცია და ჰარმონიზაცია კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან და არა სიჯიუტე და დაპირისპირება! აუცილებლად გაიარეთ კურსები, წინ ახალი, ამაღლებული შესაძლებლობები გექნებათ.
სასწორი - თქვენ გაქვთ ის პერიოდი, როცა უნდა იყოთ საზღვარგარეთ. მოგზაურობის დრო გაქვთ! რაც შეიძლება მეტი კონტაქტი უცხოელებთან, ივნისი ახალ ნაცნობობას უწყობს ხელს უცხოეთში. ოპტიმიზმი მატულობს, ქარიზმა და შარმიც გემატებათ.
მორიელი - საიდუმლო დაიცავით! ნუ ილაპარაკებთ ზედმეტს, ენას კბილი დააჭირეთ. ფსიქოლოგიაში გექნებათ კარგი შანსები წარმატების. 17 რიცხვიდან დაგეწყებათ ვარსკვლავური დრო, იღბალი წამოვა თქვენს მხარეს.
მშვილდოსანი - ქორწინების დრო გაქვთ! თუ აპირებდით და ვერ წყვეტდით, ახლა გექნებათ ამის საშუალება. შემოქმედებითი ნიჭი და უნარი ახლებურად გაიფურჩქნება. ლიტერატურა, პოეზია - აქ გექნებათ წარმატების საშუალება. პრობლემები მოაგვარეთ დიპლომატიურად.
თხის რქა - ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ, თქვენი ენერგოტონუსი დაბალი იქნება თვის 1-2 კვირა. დაიცავით წესრიგი, სისუფთავე, პრაგმატულობა. ნუ შეხვალთ კონფრონტაციაში, ზედმეტ ფინანსურ ხარჯს მოერიდეთ!
მერწყული - თქვენი დროა ივნისი, იფურჩქნებით, ხდებით ზე-აქტიური, მიმზიდველი, ყველაფერს მოასწრებთ. ახალი ავეჯი, დიზაინი, ახალი ტექნიკა - ყველაფერს შეძლებთ. ხელს გიწყობთ პერიოდი სწორი არჩევანის გაკეთებაში. მეტი კონტაქტი ოჯახთან, ნათესავებთან.
თევზები - 15 რიცხვამდე ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ნუ გადაიღლებით. შედით კონტაქტებში, გაიცანით ახალი ადამიანები, მათთან ჩამოგიყალიბდებათ კარგი პარტნიორული თანამშრომლობა. სწავლისთვის, გამოცდის ჩასაბარებლად კარგი პერიოდია, ივნისი ხელს შეგიწყობთ მგზავრობა-მოგზაურობაში.
ასევე დაგაინტერესებთ: