Digest Logo

„დაუცველობის შეგრძნება, ფინანსური არასტაბილურობის შიში ან ბავშვობის ტრავმა“ - რა ბლოკავს ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებს?

1771072800
ჩაკრებიჩაკრები

პიროვნული განვითარების მენტორი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გვიხსნის, რა ბლოკავს ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებს.

მისი თქმით, ჯანმრთელობის პრობლემებიც პირდაპირ კავშირშია ჩაკრებთან. მაგალითად, ყელის ჩაკრის დისბალანსის დროს ფარისებრის პრობლემებია გავრცელებული:

„დღეს ვისაუბრებ რა ბლოკავს ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებს.

1. ფუძის ჩაკრას ბლოკავს შიში. ქვეცნობიერი მიზეზით ეგზისტენციალური შიში, დაუცველობის შეგრძნება, ფინანსური არასტაბილურობის შიში ან ბავშვობის ტრავმა, რომელიც დაკავშირებულია სახლთან და უსაფრთხოებასთან.

2. საკრალური ჩაკრას დანაშაულის გრძნობა.  ქვეცნობიერი მიზეზია სირცხვილის გრძნობა საკუთარი სხეულის ან სურვილების გამო, წარსულში დაშვებული შეცდომების გამო საკუთარი თავის დადანაშაულება და სიამოვნების მიღების აკრძალვა.

3. მზის წნულის ჩაკრას რომელიც ჩვენი ნებაბძალა და თვითდაჯერებაა ბლოკავს სირცხვილი.
ქვეცნობიერი მიზეზი არის იმედგაცრუება საკუთარ თავში, დაბალი თვითშეფასება, სხვების აზრით მანიპულირება და განცდა, რომ „არ ხარ საკმარისად კარგი“.

4. გულის ჩაკრა, რომელიც სიყვარული და თანაგრძნობის ენერგიაა, ბლოკავს მწუხარება და დარდი. ქვეცნობიერი მიზეზია დაკარგვის ტკივილი,გულგატეხილობა, წყენის გულში ჩადება და პატიების უუნარობა (როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის).

5. ყელის ჩაკრა რომელიც თვითგამოხატვა და სიმართლეა ბლოკავს ტყუილი ანუ საკუთარი სიმართლის დამალვა, სოციალური ნიღბების ტარება, დადუმება მაშინ, როცა სათქმელი ბევრია, და საკუთარი ნამდვილი ბუნების უარყოფა. ჩახშობილი სათქმელი გამოუთქმელი რომელიც ვერ თქვით.

6. მესამე თვალის ჩაკრას ანუ ინტუიცია აღქმას და ხედვას, ბლოკავს ილუზია.

ქვეცნობიერი მიზეზი არის რეალობისგან გაქცევა, მხოლოდ მატერიალურზე ჩაციკვლა, საკუთარი ინტუიციის იგნორირება და სამყაროს მხოლოდ „ზედაპირული“ ხედვა.

7. გვირგვინის ჩაკრა სულიერება და კავშირი სამყაროსთან, მას ბლოკაგს მიჯაჭვულობა. ქვეცნობიერი მიზეზია ზედმეტი მიჯაჭვულობა მატერიალურ ნივთებზე, სტატუსზე ან ადამიანებზე; ეგოზე ორიენტირებულობა, რაც ხელს უშლის უფრო დიდ სურათთან კავშირს.

ჩაკრები არსებობს დაბლოკილი, დისბალანსში და ზედმეტად გახსნილი. სამივე შემთხვევაში ბალანსი ირღვევა.
როგორც არსებობს სული და სხეული ასევე არსებობს ენერგია და თუ ეს ენერგია არ გვაქვს ბალანსში, გარშემო მოვლენებიც ვერ მიდის წინ და ვტრიალებთ ერთ წრეზე.

ასევე ჯანმრთელობის პრობლემებიც პირდაპირ კავშირშია. მაგალითად ყელის ჩაკრის დისბალანსის დროს ფარისებრის პრობლემებია და ასე შემდეგ ყველა ჩაკრას აქვს თავისი ზონა სხეულის ორგანოებში“, - წერს თეო ხაბულიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ნუ ინახულებთ ავადმყოფებს, არასასიკეთოა მოგზაურობა და სახლის შეცვლა“ - 14 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი

„მარტივად შესასრულებელი 5 ყოველდღიური ჩვევა, რომლებიც შეგაყვარებთ საკუთარ ცხოვრებას...“ - „საშინაო დავალება“ ქეთევან ჯანდიერისგან

რა არის რეკომენდებული და რისგან ჯობს თავის შეკავება? - თაკო მელიქიშვილი 14 თებერვლის ასტროლოგიურ ენერგიებზე