23 სექტემბერს, საქართველოს დროით 04:22 საათზე, სამყაროში შემოდგომის ბუნიობა (დღეღამტოლობა) დადგა. მომენტი, როდესაც დღე და ღამე ხანგრძლივობით ტოლდება, ხოლო მზე სასწორის კარდინალურ ნიშანში გადადის.
ასტროლოგიურად ეს მოვლენა ენერგეტიკულად უმნიშვნელოვანეს გარდატეხას, ჰარმონიის მიღწევის შანსსა და ახალი სეზონური ციკლის დასაწყისს აღნიშნავს.
სპეციალისტების თქმით, ეს პერიოდი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს აიძულებს, გადახედოს პირად საზღვრებს, დააბალანსოს შინაგანი სამყარო და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ანა ჯალაღონია აქვეყნებს:
„შემოდგომის ბუნიობა 23 სექტემბერს დგება, როდესაც მზე სასწორის ნიშანში გადადის. ბუნიობის გარშემო რამდენიმე დღე განსაკუთრებით კარგია შეჩერებისთვის, გადაფასებისა და ახალი წონასწორობის შექმნისთვის.
🍂 შემოდგომის ბუნიობა, როცა სინათლე და სიბნელე თანაბრდება ბუნიობა წლის ერთ-ერთი განსაკუთრებული გარდამავალი წერტილია. დღე და ღამე თითქმის თანაბარია და სწორედ ამიტომ ასტროლოგიურად ეს პერიოდი გვახსენებს ყველაზე მნიშვნელოვან სიტყვას — ბალანსს.
მზე სასწორში გადადის და ყურადღება გადმოდის იმაზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში „მე“-სა და „ჩვენ“-ს შორის ხდება. სასწორის სეზონი მხოლოდ სიყვარულსა და ურთიერთობებზე არ არის. ის გვასწავლის სწორ არჩევანს, საზღვრებს, სამართლიანობას, თანამშრომლობას და შინაგან სიმშვიდეს.
✨ რა გავაკეთოთ ბუნიობის პერიოდში: ეს არის პერიოდი რომ დავაკვირდეთ საკუთარ ცხოვრებას და ვიკითხოთ, რა აღარ არის ჩემთვის დაბალანსებული. განსაკუთრებით კარგი დროა ურთიერთობების გადასახედად. თუ ურთიერთობაში დაგროვდა უთქმელი საკითხები, ეს კარგი პერიოდია მშვიდი საუბრისთვის. არა ბრალდებისთვის, არამედ შეთანხმებისთვის. აუცილებლად შეეკითხეთ საკუთარ თავს რას ვაძლევ ამ ურთიერთობას და რას ვიღებ ამ ურთიერთობისგან. თუ ორივე მხარეს დიდი განსხვავებაა, ეს აუცილებლად არ ნიშნავს ურთიერთობის დასრულებას, მაგრამ შეიძლება მიგვანიშნოს, სად არის საჭირო ახალი წესების შექმნა.
💰 ფინანსური და სამუშაო თემებიც გადაამოწმეთ სასწორი პარტნიორობას, კონტრაქტებსა და შეთანხმებებსაც უკავშირდება. ამ პერიოდში კარგი იქნება გადაამოწმოთ, ვისთან გაქვთ ფინანსური ვალდებულებები, რომელი შეთანხმება აღარ გაწყობთ, სად მუშაობთ სხვაზე მეტს, ვიდრე იღებთ, რა თანამშრომლობა შეიძლება იყოს ორივე მხარისთვის სამართლიანი, რომელ პროექტს სჭირდება ახალი ფორმა. ეს არის არა მხოლოდ „დაწყების“, არამედ სწორად დაბალანსების პერიოდია.
რას ვაკეთებთ წინა დღეს?
ვასუფთავებთ სახლს, ვიღებთ კონტრასტულ შხსპს და ვუშვებთ ცუდს ჩვენგან. შემდემდეგ შეგიძლიათ გააკეთოთ 22–23 სექტემბერს, საღამოს, მშვიდ გარემოში დაგჭირდებათ:
🕯️ ერთი თეთრი ან მწვანე სანთელი 📄 ფურცელი და კალამი. ჩამოწერეთ ყველაფერი, რას უშვებთ და შემდეგ რაც გინდათ.
დაუსვით კითხვა საკუთარ, თავს რას ვაძლევ საკუთარ თავს? სად გჭირდება ბალანსი?
ვუშვებ იმას, რაც ჩემგან მეტს ითხოვს, ვიდრე მაძლევს.
ვუშვებ ძველ წყენას, მაგრამ ვინარჩუნებ მიღებულ გაკვეთილს. ვირჩევ ურთიერთობებს, სადაც არის პატივისცემა, თანასწორობა და გულწრფელობა. ვაძლევ სხვებს სიყვარულს ისე, რომ საკუთარ თავს არ ვკარგავ. და საკუთარ თავს ვაძლევ უფლებას, მივიღო იმდენივე სიყვარული, რამდენსაც გავცემ“.
შემდეგ დაწერეთ ერთი კონკრეტული სურვილი, რომელიც ეხება ბალანსს.
მაგალითად: ჩაიფიქრეთ ის მდგომარეობა, რომელშიც გინდათ ცხოვრება. მინდა ვიყო მშვიდად. მინდა მიყვარდეს და ვუყვარდე. მინდა ჩემს ცხოვრებაში იყოს თანასწორი პარტნიორობა“, - წერს ანა ჯალაღონია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: