თაყვანისცემიდან ცივ იგნორირებამდე, მუდმივი კრიტიკა და ეჭვები საკუთარ ადეკვატურობაში - ნარცისთან ურთიერთობა დესტრუქციული თამაშია, სადაც წესებს მხოლოდ ის ადგენს, პარტნიორი კი წინასწარ წაგებული რჩება.
აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე გვიზიარებს:
„როგორ განადგურებს ნარცისი პარტნიორი ურთიერთობაში.
• თავიდან თაყვანს გცემს, ხოლო როგორც კი მიგიჩვევს, ცივად გრიყავს და დუმილით გსჯის.
• ნებისმიერ კონფლიქტს ისე ატრიალებს, რომ დამნაშავე ყოველთვის შენ რჩები.
• სხვებთან ფლირტაობს, შენ კი გეუბნება, რომ ყველაფერი გეჩვენება და გიჟდები.
• მუდმივად გაკრიტიკებს და საკუთარ ადეკვატურობაში ეჭვი შეგაქვს.
• შენგან მხოლოდ აღფრთოვანებას ითხოვს, შენი რეალური ტკივილი კი არ აინტერესებს.
ნარცისთან ურთიერთობა არის თამაში, სადაც წესებს მხოლოდ ის ადგენს და შენ წინასწარ წაგებული ხარ. ის არასდროს შეიცვლება, შენ კი საბოლოოდ საკუთარ თავს დაკარგავ“, - წერს გიორგი რაზმაძე.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს ნუ ისაუბრებთ...“ - 23 სექტემბრის ენერგიები
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში
⭕თამო ვაშალომიძემ იმიჯი შეიცვალა? - „ძალიან გიხდება, სულ სხვანაირი ხარ“