Digest Logo

„დაჟინებული სურვილი გექნებათ აიძულოთ ვიღაც, რომ მოგისმინოთ...გექნებათ საშუალება დამსახურებული აღიარება მოიპოვოთ“ - ივნისის სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი სოფია ბზეკალავასგან

1717834729
სოფია ბზეკალავა

ივნისის სასიყვარულო პროგნოზზე, ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის გადაცემა „შენი დილის“ ეთერში ასტროლოგმა სოფია ბზეკალავამ ისაუბრა.

მისი თქმით, 17-18 რიცხვამდე არის გააზრების პროცესი და ადამიანები უნდა დაფიქრდნენ რეალურად რა უნდათ.

♈ ვერძი

თქვენთვის იწყება ემოციურად დატვირთული პერიოდი, პირადი და პარტნიორული ურთიერთობების კუთხით. გმართებთ გააზრებული არჩევანი. შესაძლოა ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიქმნას სასიყვარულო სამკუთხედის ფაქტორი. ვინც წყვილში ხართ, გაგიჩნდებათ სურვილი მეტი სიახლოვის და ურთიერთობის გაღრმავების.

♉ კურო

ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება თქვენთვის, ძალიან ბევრი ადამიანი მიიღებს გადაწყვეტილებას აღიაროს გრძნობები. შესაძლოა, გამოგიტყდნენ სიყვარულში. ასევე დაგიბრუნდებათ საყვარელი ადამიანი. პირადი და პარტნიორული ურთიერთობები შესაძლოა გაგიფუჭოთ ფინანსურმა ვალდებულებებმა. აუცილებლად დააკვირდით პასუხისმგებლობებს.

♊ ტყუპები

ძალიან ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. რასაც აქამდე მარტივად უყურებდით შესაძლოა ჩიხში აღმოჩნდეთ. დააკვირდით სიტყვებს და დაახლოებით 5 თვის პერიოდში შედეგი საუკეთესო გექნებათ. რასაც ახლა გააკეთებთ, ყველაფერი წინ დაგხვდებათ. ბევრ ადამიანს გამიჯნავთ და გადააფასებთ ღირებულებებს.

♋ კირჩხიბი

შესაძლოა თქვენს ზურგს უკან ვინმე ინტრიგებს ხლართავდეს, ამიტომ იმოქმედეთ დაკვირვებულად. 22 რიცხვიდან მოგიწევთ ურთიერთობებზე პასუხისმგებლობების აღება. თქვენში უნდა იპოვოთ ის, რასაც აქამდე ეძებდით და გაანალიზებულად უნდა გადადგათ ნაბიჯი.

♌ ლომი

მიმდინარე თვე გაძლევთ შესაძლებლობას გააღრმავოთ ურთიერთობები ადამიანებთან, რომლებზეც მეგობრულად ფიქრობდით ან კიდევ დიდი ხანია იცნობთ. წინდახედულები იყავით ახლობლებთან. შესაძლოა ეს ადამიანი ჩაერიოს თქვენს პირად ან პარტნიორულ ურთიერთობებში. ასევე, თვის მეორე ნახევარში მოგიწევთ სწორი პერიპეტიების მონიშვნა. შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი პარტნიორისგან შორს ყოფნა.

♍ ქალწული

ახალმთვარეობა ყველაზე მეტად თქვენზე აისახება. თუ კი სიტუაციას არასერიოზულად მოეკიდებით მაშინ ამაზე პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ. თუ გაურკვეველ ურთიერთობებს ისევ ასე დატოვებთ შესაძლოა, რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ეს ყველაფერი ინანოთ და შანსი, რაც აქამდე გქონდათ, ვერ დაიბრუნოთ. მესამე ადამიანის ფაქტორიც იქნება ხელის შემშლელი. შეიძლება თქვენი კონკურენტი არ იყოს.

♎ სასწორი

თქვენ გექნებათ საშუალება დამსახურებული აღიარება მოიპოვოთ ან თქვენ თვითონ გაარკვიოთ ვისთან ერთად გინდათ მომავლის გატარება. მოუსმინეთ იმ ადამიანებს, ვინც თქვენს ცხოვრებაში ჯერ კიდევ არსებობს. შესაძლოა მათ კიდევ ერთი შანსი დასჭირდეთ. თავი არ შეიკავოთ და მიეცით შანსი. 17-20 რიცხვის ჩათვლით ეცადეთ მშვიდობიანი კომუნიკაცია შეინარჩუნოთ. მნიშვნელოვანია ისაუბროთ გულწრფელად, რასაც მდედრობითი სქესის მეგობრები შესაძლოა ხელს უშლიდნენ.

♏ მორიელი

ძალიან ტრანსფორმაციული პერიოდი გელოდებათ 20 რიცხვამდე. დაჟინებული სურვილი გექნებათ აიძულოთ ვიღაც, რომ მოგისმინოთ, ასევე შეიძლება სურვილი იყოს, რომ მოგისმინონ და არ იყოს გამბედაობა. სწორედ ამიტომ თქვენ მიმართავთ მანიპულაციას. შეიძლება გართულებული ურთიერთობები გამოასწოროთ და დაათბოთ. სწორი მანიპულაცია შესაძლოა დადებითად აისახოს.

♐ მშვილდოსანი

თვენთვისაც გარდამტეხია უახლოესი დღეების პერიოდი. პარტნიორულ სექტორში თქვენ გაგიმართლებთ, თუმცა გექნებათ არჩევანის საშუალება. თუ პარტნიორისთვის შეესაბამებით იდეალს, მაშინ შესაძლოა წყვილშიც აღმოჩნდეთ. ყველაფერი ის, რაც 20 ივნისამდე აღგაფრთოვანებთ, შედეგს რამდენიმე თვის შემდეგ გამოიღებს.

♑ თხის რქა

ივნისის მეორე ნახევარი იქნება თქვენთვის გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი. დაბალი სიჩქარით უნდა იაროთ. ბუნებით ძუნწი ხართ ემოციებზე. ეს არ გამოგადგებათ. მოგიწევთ იზრუნოთ საკუთარ პარტნიორზე გამოკვებოთ ენერგიით და სიყვარულით. მეტი ემპათია გმართებთ.

♒ მერწყული

მიმდინარე თვე გაგიიოლებთ ურთიერთობების დალაგებას და აწყობას, თუ კი თქვენს პარტნიორთან ერთად ეცდებით რაღაცების შეცვლას და დალაგებას. ასეთი კომუნიკაცია გაგიიოლებთ ურთიერთობებს და საგრძნობლად ტრანსფორმირდება.

♓ თევზები

თქვენ საშუალება გეძლევათ ივნისის პირველი ნახევარი ნაყოფიერად გამოიყენოთ. ივნისის მეორე ნახევარში გექნებათ მეტი რომანტიკა ან შესაძლოა ახალი ურთიერთობებიც დაიწყოთ. კარგად დააკვირდით ახალ გაცნობილ ადამიანებს და ზედმეტად არ გააიდეალოთ. ვარდისფერი სათვალით არ შეხედოთ არაფერს, შესაძლოა მისი მოხსნა დაგჭირდეთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„ვწუხვარ, რომ ასეთი ზედაპირული მიდგომა აქვთ ევროკავშირის იმ ფულის მიმართ, რომელიც საქართველოში იხარჯება და რიგ შემთხვევაში რადიკალიზმს ხმარდება - ძალადობას იყენებენ პოლიტიკური ოპონენტების მიმართ“ - შალვა პაპუაშვილი

⭕ილონ მასკმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაიბრუნა

🎥 „შენ, მსახიობმა თუ იფიქრე, რომ მიაღწიე მწვერვალს, გააკეთე რაღაც მნიშვნელოვანი, ვეღარაფერს გააკეთებ” - მარინა კახიანი