„დედამიწა ამ კვირაში უარყოფით ენერგოველში გადადის. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კვირა ყველასთვის ცუდი იქნება. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, შეიძლება მახე იყოს დაგებული“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა და მიმდინარე კვირის ტენდენციებს გაუსვა ხაზი.
ასტროლოგის თქმით, უარყოფითი ენერგოველი წყალქვეშა დინებებს გაააქტიურებს.
მისივე თქმით, ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა - გეომაგნიტური დღეებია.
„ამ დღეებში ცვალებადობაა ამინდის და ამას ასაკოვანი ადამიანები იგრძნობენ. მიაქციეთ წნევას ყურადღება. დღეს მაღალია ტრავმული-ავარიული შემთხვევების ალბათობა. ოთხშაბათს არ აჰყვეთ პროვოკაციებს, შეიძლება მახე იყოს დაგებული. შაბათ-კვირას პარტნიორებთან ფრთხილად, შეიძლება იყოს გაუგებრობის ალბათობა“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მეგობრისგან ნასროლი სასიკვდილო ტყვია - რატომ მოკლეს 25 წლის ბიჭი თბილისში?