მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი შვილის მეგობარს ლუბას დაბადების დღე აქვს, სადაც მონაწილეობას გარდაცვლილი ლევან კბილაშვილიც მიიღებს.
„დღეს ქალბატონი ლუბას დაბადების დღეა.
70 წლის საიუბილეო საღამო საკონცერტო დარბაზში კროკუს სიტი იმართება, ათი ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება ამ საღამოს და…
ლევანიკო დაესწრება კი არა, მონაწილე იქნება ამ გრანდიოზული კონცერტის.
უზარმაზარი დარბაზის უამრავ ეკრანზე ლევანიკო თავისი ბრიალა თვალებით ერთხელ კიდევ გადმოიხედავს, დაინახავს და გაიგებს თუ როგორ უყვართ და რამხელა პატივია არა მარტო მისთვის, არამედ ჩვენთვის, ყველასთვის იქ წარმოთქმული სიტყვა და აპლოდისმენტი.
იუბილეს ვულოცავ ქალბატონ ლუბას და დიდი მადლობა ლევანიკოს ასეთი დაფასებისა და აღიარებისთვის“, - წერს მელიტა ფურცელაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მეგობრისგან ნასროლი სასიკვდილო ტყვია - რატომ მოკლეს 25 წლის ბიჭი თბილისში?