Digest Logo

„დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, 28 რიცხვიდან კი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება“ - ასტროლოგის გაფრთხილება

1698048867
მიხეილ ცაგარელი

„შაბათ-კვირას არის მთვარის დაბნელება, რომელსაც კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანი ძალიან ცუდად იტანს, რადგან ეს ზოდიაქოს ნიშანი დაკავშირებულია ემოციასთან, მთვარე კი ემოციაა. ამიტომ იყავით ფრთხილად და დაისვენეთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი. 

„დედამიწა პოზიტიურ ენერგო ველშია, 28 რიცხვიდან კი ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაიწყება, რომელიც 14 ნოემბრამდე გასტანს, როცა დედამიწა უარყოფით ენერგო ველში იქნება“, - აღნიშნა ცაგარელმა იმედის დილის ეთერში სტუმრობისას.

ასტროლოგის თქმით, ამ კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი.

„ასევე, ხვალ და ზეგ კურომ, მორიელმა, ლომმა და მერწყულმა მიაქციეთ ნერვიულ სისტემას ყურადღება და აკონტროლეთ ემოციები. 

შაბათ-კვირას ხდება მზის და მთვარის დაპირისპირება, იყავით ყურადღებით არ გახდეთ ემოციური, რათა ეს ყველაფერი არ გადავიდეს შიშში, დეპრესიაში. შაბათ-კვირას არ გასცეთ ფული, არ დაიწყოთ ახალი საქმე, არ იყიდოთ ახალი არაფერი. ეცადეთ სასიამოვნო ადამიანებთან გაატაროთ ეს დღეები, გახვიდეთ ბუნებაში“, - დასძინა მან. 

🔵აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵სანდრო შელიასა და ნინა ხუბუტიას რომაული ქორწილი

🎥 სად იცხოვრებენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე - კვარაცხელიას გასაიდუმლოებული ქორწილის ექსკლუზიური დეტალები

🔵თათია შარანგია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს