Digest Logo

„ტვინი განიცდის ძლიერ კოგნიტიურ დისონანსს...“ - კინოს უხილავი ფსიქოლოგია

1788154748
ფილმები ფილმები

ფილმის ყურების დროს ჩვენ გვგონია, რომ უბრალოდ სიუჟეტს მივყვებით. სინამდვილეში კი ჩვენი ფსიქიკა ერთდროულად ათასობით ვიზუალურ და აუდიალურ სიგნალს ამუშავებს. რეჟისორებმა ზუსტად იციან, როგორ მართონ ჩვენი აღქმა ისე, რომ ემოცია გაჩნდეს, მიზეზი კი ცნობიერად ვერც კი დავაფიქსიროთ.

მოგიყვებით ცხრა კინო ხერხზე, რომლებიც მაყურებლის არაცნობიერზე ყოველთვის ეფექტურად მუშაობს:

🥛 რძე ბნელ და ძალადობრივ სცენაში: რძე ასოცირდება უმანკოებასთან, ჩვილობასთან, დედობრივ მზრუნველობასთან და სიწმინდესთან. როდესაც რეჟისორი მას ბნელ, ძალადობრივ ან შემაშფოთებელ სცენაში ანთავსებს, ტვინი განიცდის ძლიერ კოგნიტიურ დისონანს. უმანკოებისა და სისასტიკის ეს შეუსაბამობა მაყურებელში ბევრად უფრო ღრმა, გაუცნობიერებელ შფოთვას და პროტესტს იწვევს, ვიდრე უბრალოდ სისხლის დანახვა. ხშირად რძეს რეჟისორი ძალადობრივი სცენების გარეთაც იყენებს, როგორც პერსონაჟის უმწიკლობის, მიამიტობის, სიმშვიდის და ბავშურობის სიმბოლოდ.

💇‍♀️ დაუმორჩილებელი, ტალღოვანი, ხვეული ან მოცულობითი თმა: როდესაც იდეალურად კონტროლირებული, მჭიდროდ შეკრული თმის მქონე პერსონაჟს სცენიდან სცენამდე თმა ეშლება, მოცულობითი ან უწესრიგო ხდება, რეჟისორი გვიჩვენებს შინაგანი კონტროლის დაკარგვას, სოციალური ნიღბის ჩამოშლას ან ფსიქიკურ გათავისუფლებას. პერსონაჟს დიალოგში ჯერ არაფერი უთქვამს, მაგრამ მისი ქვეცნობიერი უკვე „გაიშალა“. მსგავსი ტიპის თმა ასევე შეიძლება რეჟისორმა მოარგოს პერსონაჟს, რომელიც თავისი ბუნებითაც დაუმორჩილებელია, ისე როგორც მისი თმა.

📐 „ჰორიზონტის მოტყუება“ (დახრილი კადრი): როდესაც კამერა ოდნავ, ძლივს შესამჩნევად არის დახრილი გვერდზე, მაყურებლის ვესტიბულური აპარატი და ტვინი ავტომატურად ცდილობს „სამყაროს გასწორებას“. ამ დროს ხშირად ვერც კი ხვდებით, რატომ დაგეუფლათ უეცრად უმიზეზოდ უსიამოვნო შფოთვა. რეჟისორი ამ "ხრიკით" გადმოსცემს პერსონაჟის ფსიქიკის დესტაბილიზაციას, ილუზიას ან რეალობის რღვევას.

🧼 სხეულის გადამეტებული წმენდა და წყალთან ობსესიური ურთიერთობა: ყველა პერსონაჟი, რომელიც დანაშაულის ან მორალური დაცემის შემდეგ ინტენსიურად იბანს ხელებს, დიდხანს დგას შხაპის ქვეშ ან იცმევს ახალ, თეთრ ტანსაცმლს, ლეიდი მაკბეთის ეფექტით მოქმედებს, როგორც ფსიქოლოგიური მექანიზმი, სადაც ფსიქიკა ცდილობს შინაგანი, მორალური "ჭუჭყის“ (დანაშაულის განცდის) ჩამოწმენდას ფიზიკური სისუფთავით. მაყურებელი ასეთ სცენებს ყოველთვის კითხულობს, როგორც სინდისის ქენჯნას.

📦 სივრცის „შევიწროება“ კადრის შიგნით: რეჟისორს არ სჭირდება პერსონაჟის ციხეში ჩასმა, რომ მისი მახეში გაბმა გვანახოს. კადრის აგებისას, პერსონაჟის გარშემო ღია სივრცის ნაცვლად კარადების, კარების, სვეტების ან დაბალი ჭერის მოთავსება ბადებს კლაუსტროფობიულ შეგრძნებას. პერსონაჟი თითქოს ვიზუალურ „ყუთშია“ გამოკეტილი, რაც მისი ემოციური მდგომარეობის პირდაპირი ანარეკლია.

👥 სარკეში დანახული ოპონენტის თვალები: როდესაც ორი პერსონაჟი საუბრის დროს პირდაპირ ერთმანეთს არ უყურებს და ერთმანეთის თვალებს სარკის ან მინის ანარეკლში ხედავენ, იქმნება ფსიქოლოგიური დისტანცირებისა და „არაპირდაპირი აღიარების“ ეფექტი. ეს ხერხი გამოიყენება მაშინ, როცა გმირებს ეშინიათ პირდაპირი ემოციური კონტაქტის, ან როდესაც მათ შორის არსებობს საიდუმლო, რომელსაც პირისპირ ვერ ამბობენ.

🔇 „სიჩუმის ტექსტურა“ და ოთახის ფონის გაქრობა: ზოგჯერ რეჟისორი სცენაში უეცრად თიშავს ყველა ბუნებრივ ხმას (საათის წიკწიკს, ქუჩის ხმაურს, სუნთქვასაც კი) და ტოვებს მხოლოდ ერთ დაბალ ხშირ გუგუნს ან სრულ სიჩუმეს. ეს არის „აკუსტიკური იზოლაცია“ ტვინი ამ მდგომარეობას აღიქვამს როგორც პანიკურ შეტევას, შოკს ან მომენტს, როდესაც პერსონაჟი რეალობას სრულად წყდება და საკუთარ ტრავმაში იკეტება.

🌡️ ფერის ტემპერატურის გაციება: დიალოგის დროს სცენა შეიძლება იწყებოდეს თბილი, ოქროსფერი განათებით, მაგრამ პერსონაჟების საუბრისას, ისე რომ სინათლის წყარო არ იცვლება, ფერების გამა ნელ-ნელა გადავიდეს ცივ, ლურჯ, ნაცრისფერ ტონებში. მაყურებელი ვერ აფიქსირებს ფერის ცვლილებას, მაგრამ ქვეცნობიერად გრძნობს, რომ პერსონაჟებს შორის ნდობა გაქრა და ურთიერთობა „გაცივდა“.

👯‍♀️ ობიექტების დუბლირება (სარკისებრი ექო): როდესაც კადრში ორი სრულიად სხვადასხვა პერსონაჟი ზუსტად ერთსა და იმავე პოზაში დგება, ერთნაირად უჭირავთ ჭიქა ან ერთსა და იმავე მოძრაობას იმეორებენ, რეჟისორი ამით ცდილობს გვიჩვენეოს მათი ფსიქოლოგიურ „დაძმობილება“ და ბედისწერის გაზიარება.

ასევე დაგაინტერესებთ: 

„მზის ჩასვლა“ - მისტიკური გომისმთა ნიკოლოზ ურუშაძის ობიექტივში

🎥 „ჩახერგეთ გზები უკან დასახევი!“ - რა კადრებს აქვეყნებს ლაშა ბექაური

„არახელსაყრელია მოგზაურობა, ქორწილი, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 31 აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით